♥ ℒℴѵℯ ♥ - 17 თებერვალში 2012 - ლექსები.ჩანახატები.პოეზია.
პარასკევი, 2016-12-09, 4:57 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

მთავარი » 2012 » თებერვალი » 17 » ♥ ℒℴѵℯ ♥
12:40 PM
♥ ℒℴѵℯ ♥
მთვარე ციდა ლექსს მითვალიერებს, 
თან მსაყვედურობს შენს დავიწყებას, 
ჩემი ფიქრები ჰგვანან იელებს 
და მონატრება ახლა იწყება... 

და მონტრება ახლა იწყება, 
და გაგიჟება ახლა იწყება 
და სიყვარული ახლა იწყება, 
რა დავიწყება, რის დავიწყება?! 

როგორ გავუძლო დობილთა ქილიკს, 
როგორ ვასმინო ჩემი სიმართლე, 
მარტო მოვყვები შენამდე ბილიკს 
და სუსტი მხრებით დიდ ტვირთს მივათრევ... 

და მერე უფრო მეტად მიყვახარ 
დაღლილს ეჭვებით და მოლოდინით. 
სითბოს უებარ წამლად ვინახავ 
და მარტოობას ვამტვრევ ლოდივით. 

ისევ მიმოწმებს შენზე ლექსს მთვარე, 
მერე ვარსკვლავთა ტახტზე მიწვება. 
ცრემლი მიკოცნის ძილუკმარ თვალებს 
და მონატრება ახლა იწყება...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 176 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

საიტის მენიუ

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
Total of answers: 291

მინი-ჩეთი

200

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0