Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ♥ ℒℴѵℯ ♥
11:57 AM
♥ ℒℴѵℯ ♥
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად, 
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები. 
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა, 
და უსათუოუდ მოგენატრები. 
და მერე მოვა სხვა გაზაფხული, 
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები, 
იდგება მხოლოდ უხმო წარსული, 
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები ... 
და შეიცვლება აქ ბევრი რამე, 
შეიცვლის სახელს ქუჩაც, უბნებიც, 
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე 
და მე უსაზღვროდ გესაუბრები. 
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ, 
არ ემონები უმიზნო ლოდინს 
და დაივიწყებ მალე, სულ მალე, 
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის. 
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი, 
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები, 
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები 
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 815 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.