Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 14 » ♥ ℒℴѵℯ ♥
4:08 PM
♥ ℒℴѵℯ ♥
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს 
ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ, 
გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი 
შიგნით შემოპარულ უმადურებს. 

სულში დაგუბებულ სიჩუმეებს, 
ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ... 
მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ, 
ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს. 

ისე უდროოა აქ ღიმილი, 
ისე უვადოა ფორიაქი, 
ლექსად დაწერილი აღსარება 
ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი. 

ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს 
შენდობის ლოცვებით დავაპურებ, 
მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი, 
მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 894 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.