Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » ****
5:48 PM
****

ანჯამებდაყრილ ამ ცხოვრებას პეტლებად

მოვარგებ ღიმილებს (იყოს უხერხულიც)
ღმერთამდე მისულს გზა ხელახლა მეყრება,
აკეცილ ჭაღარის დამსხვრეულ ხვეულით.
მდედრს,თან დედამიწას გულზე ცა უელავს,
მოღლეტილ მდელოებს უხდება ღიღილო ,
მთებს აზღუდებიანს იები უფეთქავს
ვუყურებ შორიდან , როგორ არ ვიღიმო.
რიჟრაჟს მიყრდნობილი ვჭორაობ დილასთან
მზე, როგორ ანაყრებს გაზაფხულს სხივებით,
რომ თმას ჰამაკივით , ნიავიც მიშლის და
ვნებას სუნთქვამშიერს ცის თავქვეშ ვიფენდი.
გიფიქრებ სურვილად,გაზაფხულს შევაბნევ,
(ნატვრის ხე სურვილებს მიკარგავს ქარებში)
მე უკვე სიცოცხლის მესამედს გავედე,
მადლობას ვეტყოდი ღმერთს...უკან გავეშვი.
თითებზე დამყნობილ ლექსებს კი ფესვებად,
ფრაზები გამოაქვს, რომ გული განახოს
და სანამ მიყვარხარ, სხვა რა გზა გექნება,
ამ გულს მოუფრთხილდე...ეშმაკმა დალახვროს,
ანჯამებდაყრილ ამ ცხოვრებას დღეებზე
დავაწყე ცოდვები(ღმერთი ცად იწერდა))
ჰაერს შექუჩებულს ლოცვებით ვცხრილავ და
რა ხშირად მჭირდება ამ სულის ქიმწმენდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 880 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.