Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 31


არასდროს იტირო მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ მიგატოვა. ღმერთს უყვარხარ და ის არასდროს გაგწირავს, იქნებ შენთვისვე იყოს უკეთესი რომ ვერ გხედავენ ,ვერ გაფასებენ ან იქნებ შურთ შენი , მაგრამ მათ შენ კი არ კარგავ ისინი გკარგავენ შენ..

რატო პატარა? შენ დიდ სიყვარულს ნახავ და განიცდი დამიჯერე ასე იქნება...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1089 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (2)


შებინდებულიყო... ზღვის ტალღები საიდუმლოდ ეჭორავებოდნენ, ეჩურჩულებოდნენ ოქროსფერ სანაპიროს. შორს მთა მოჩანდა უზარმაზარი. მთის ერთ კალთაზე ერთი მარტოხელა ხე იდგა. ხი ძირში სიყვარულის სადღეგრძელო ისმებოდა. ქორწილი იყო - ბუნების ქორწილი და სიყვარულის თაკარა მზე ანათებდა იქვე, ჩრდილში დამსხდარ გოგონასა და ბიჭის გულებს. გოგო 16ის იყო, ბიჭი 19-ის.

კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1558 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა.
არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა.
სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია
დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია.
რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია
და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია.
მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ
ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ?
გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი.
მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 952 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


ჩემი მონატრება-როგორც წვიმის წვეთი,
სულში გავწურე და ხეზე ჩამოვაწდე.
ეკლით გადაბურდულ ვდგევარ უღრან ტყეში,
ვინმე სულიერის ქოხს რომ გადავაწყდე...

ეს ის ტკივილია,ზღვა რომ აგიღელვე,
ეს ის თვალებია, სულ რომ წყლიანია.
არა,არ მინატრო,არა, შემოგევლე,
აწი ვეღარ მოვალ ,უკვე გვიანია!

ჩემი ზღაპარიც ხომ ასე დაიწყება;
"იყო და არ იყო...დიდხანს იარაო..."
თუ კი ამ ცხოვრებას ჰქვია "ს ა ო ც რ ე ბ ა",
-თითქოს მიცხოვრია, მართლა კი არაო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1534 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


დამსხვრეული ოცნება. მკრთალი ფიქრი. გახუნებული აზრი. ჩავლილი ბედნიერება. როდის ჩაიარა? ვერ შევამჩნიე... არ მოინდომა ჩემი ცხოვრების ბაქანზე შეჩერება!... ამაო იქნებოდა. არავინ ჩამოდიოდა. ყველა სხვასთან მიიჩქაროდა. გამახსენდა... ცხოვრებაში ბედნიერება მხოლოდ ერთხალ მოდისო... გამეცინა... გამახსენდა....

ერთხელ... ადრე... წარსულში... მოულოდნელად ცხოვრების მატარებელი შედგა და გაირინდა... სიხარული... მოლოდინი... ორი გრძნობა სწრაფად ენაცვლებოდა ერთმანეთს და ძნელი მეჩვენა გამერკვია რა მინდოდა... არც გავარკვიე... სიხარული... არ ვიცოდი ვინ ჩამოდიოდა. ვინ რჩებოდა ჩემთან... სუნთქვაშეკრული მივჩერებოდი კარებს.... ის... ის დავინახე... ღიმი არ შორდებოდა მის ბაგეს... ის იყო.... ჩემი ბედნიერება... რამხელა ბედნიერება გაუმეტებია ღმერთს ჩემთვის?!... სიხარულით აღფრთოვანებული რაღაც ძალამ ადგილზე გამაქვავა... მაგრამ... რა მაგრამ?... ის... ის ჩემთვის უცხო იყო!... არ ვიცნობდი.... არ ვიცნობდი მის სულს... რა უნდოდა?... რას ფიქრობდა?... რატომ მოვიდა ჩემთან?... მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 906 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


სამოსი სველი ქრება უკვალოდ
ლამის ცას მიწვდეს მიეალერსოს...
შურია, ზიზღი, ისევ ბრაზდება
შეშლილი სახით რითმებს აწვება.
ჩუმად იყავით!_ მოდის სატანა_...
ცეცხლია ირგვლივ, ჯდება სატანა...
დროის იმედით სიკეთეს ელის,
ფურცელი ხელში, გეგმებით სველი
ხვალის სიკეთე მოკვდავის წერით.
წარსულის ცოდვებს იწერს სატანა
ქულებს იწერდა თმაში ჭაღარა.
გეგმა პირველი: _ ივიწყებს წარსულს,
გულის სიღრმეში გონებას ართობს...
ამას მოყვება მომავლის გეგმა
ხვალ ისევ მოხუცს ჩაუგდებს ხურდას,
აღარ დასცინებ უაზრო ფიქრებს,
მოხუცს ხელით სახლამდეც მიყვეს,
იქნებ ამით ზეცასაც მიწვდეს...
გეგმა გრძელდება:_ ტაძარი ჩნდება,
ლოცვის კითხვაში იღლება ენა
გულის სიღრმეში ეშმაკი ღელავს
ჩვენი ცოდვებით ეშმაკი ხედავს
ცეცხლის ბზარებით ებმება ენა.
საამაყოა ხალში სატანა....
ლოცვის კითხვაში ტოვებს თანდათან,
ბოდიშს იხდის და მოხუცს მიყავს,
უფლის წინაშე მადლობას წირავს
ცინიკურობა ცხოვრებას რითმავს....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 823 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან,
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის,
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 980 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


გრძნობის არტერია ტკივილს ემონება...
ფიქრი ეჭვნარევ ქარიშხლებს მაყრის
ნუ მკოცნი! ვიღაცას რაღაც ეგონება..
ნიღაბს ჩამოიგლეჯს და ჭორებს აყრის...


ალუბლის ტოტებს შეარხევს ბგერა
შენს გულს საჩემოდ რომ ექარგება,
შიგ შემოღწევის მე დღემდე მჯერა
და თუკი კვალი დამეკარგება...


მაშინ დამტოვე, (ვინ გაგამტყუნებს?!)
და მეც გავქრები წარსულის სიტკბოდ
თან გავიყოლებ ეშმაკურ თვალებს
და შენებური ღიმილის სითბოს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 924 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)


დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-31 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.