Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30

მე მიყვარს შენი სურნელი კანის
მე მიყვარს შენი სიწმინდე აზრის
მე მიყვარს შენი ციმციმი თვალთა
მე მიყვარს შენი მიმოხვრა ტანთა
მე მიყვარს შენი წარბი, წამწამი,
მე მიყვარს შენი სულის კამკამი,
მე მიყვარს გული აღვსილი გრძნობით
და მიყვარს ტუჩნი დამტკბარი კოცნით
მე მიყვარს შენში თვისება ყველა
მე მიყვარს შენში ნარნარი ფერთა
მე მიყვარს შენი სხეულის სიტკბო
და შენს დიდ გულში ჩამდგარი სითბო
მე შენ მიყვარხარ მთლიანად, ერთად
მე შენ მიყვარხარ ხვალაც და დღესაც
მე შენ მიყვარხარ წვიმაშიც, ქარშიც
მე შენ მიყვარხარ სიზმარშიც ცხადშიც
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1047 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ადამიანები ოდითგან დაეძებენ დაკარგულ სითბოს.სულ სცივათ, სცივათ და ვერ თბებიან...
ჯერ გამოქვაბულს მიაშურეს, შეიმოსნენ, ცეცხლიც გამოიგონეს...მაინც ვერაფრით გათბნენ.
უფრო მერე სახლებიც აიშენეს, კიდევ მერე, უფრო კომფორტულები:გათბობა, თბილი წყალი...
ვერ იქნა და ვერ გათბნენ...არა და ახსოვთ ის დრო, როცა სასიამოვნოდ სთბილოდათ. არსაიდან, არცერთი ჭუჭრუტანიდან არ აღწევდა მათთან სიცივე, ახსოვთ რა კარგი იყო ის სითბო...ისეთი კარგი, რომ სიკვდილიც კი, ძვლებისგაყინვამდე ცივი სიკვდილიც ვერ ერეოდა ამ სითბოს...
რა დაკარგეს ასეთი სითბოსმფრქვეველი? -გული...? მხურვალე და მოგიზგიზე...

საწყალი ადამიანი, მთელი ცხოვრება, ასე უსაშველოდ რომ აფათურებს ბნელში ხელებს და დაეძებს საკუთარ გულს... ან სხვისას...
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 874 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ხელს ნუ ჩაიქნევ!
ადამიანებს, ხშირად დაგვდევს ბედის დაცინვა,
ეს ირონია,მეგზურივით აგვედევნება,
წაქცეულები, გზად გამვლელებს ვებღაუჭებით-
და ბოლოს ქვა კი...უფრო ხშირად...იმათგან გვხვდება!...
ხელს ნუ ჩაიქნევ...თუ წაქცეულს ფეხი დაგადგეს,
ეცადე მაინც...თავად შეძლო ფეხზე დადგომა,
თორემ...სიბრალულს მათხოვარიც წუთით მიიღებს,
ამ წუთის იქით...რომ აღარც კი გემახსოვრება!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 872 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ტუჩები და დალალები სამშაბათს,
გამიხდა საფიცარი.

ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე,
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი ფიქრები გავუმხილე,
ჩემი ეჭვები და იმრდები.

ხუთშაბათს პასუხი მომივიდა,
ვაიმე ბედო უკეთურო,
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო უბედურო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 968 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


დამხატე... დამხატე,
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1147 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

 


ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 995 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


 

ჩემ გონებაში სამოთხის კარიშხალი ქრის,
და მინდვრად მიაქვს ცრემლი ცვიმის ცვეთსავით,
ხანდახან გულში მცუხარებით ამონკვნესი,
ისმის ფიკრებში მოგონების ნაქარგი ზღაპარი...

ხანდახან მესმის კვითინი ცის კამარაზე,
შავი გრუბელნი თითკოს ცას ეფერებიან,
ცის გასარღვევად ამოზიდულ მთებსა მდუმარეს,
სიო ჩურჩულით მოუტხრობს ზგაპარს სანატრელს...

ხანდახან ვხედავ ფიკრტან მოგონების ბრძოლას,
დაჭრილ ლომსავით ღრიალებს ელვა საზარი,
ძველი მოგონება მკვლელ დროისაგან გამკრალი,
სიოს უყვებოდა, თან მიკონდა წრფელი ამბავი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1042 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 876 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 986 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (2)


ნუ მომატყუებ,რომ სინანული,ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე,ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინ ვიყავ შენთვის?!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 967 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


შიშველი ქალი ხელში მჭერია,
მე მის შიშიშვლე არ მინახია.
მე მარტო სახე დამინახია,
მასზე ლექსები დამიწერია;
და ტრფობა ჩემი ცად აზიდულა,
დაბლა ერთხელაც არ დაცემულა;
თუ ვინმე იტყვის: "სულ ტყუილია",
მეც ვუპასუხებ: "სულ მართალია
და ტრფობა ასე უფრო ტკბილია".
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



სიტყვები გითხოვენ მუზად თავისად,
ეძებენ სულიდან კარს...
სიტყვები ცდილობენ დუმილის დანგრევას,
უმწეოდ იკლავენ თავს...
ის ორი სანთელი გუშინ რომ დაგინთე,
ნახევრად იწვავენ თავს...
ცრემლები წვეთებად გზააბნეულები,
ორივე მდუმარედ დგას...
და თუ ვერ მოხვედი ისევე ჩემამდე
ნუ გადაიკეტავ გზას,
ის მაინც იცოდე,კარი რომ ღიაა
და კვლავ მოაშურე სახლს...
როდესაც მიხვდები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 779 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ეკლესიიდან ხმები ისმოდა.
ხმები ისმოდა მკვეთრად, ზარისა.
ვიხაცა გოგოს ბეჭედს აწვდიდი -
ბეჭედი იყო ლალის თვალისა.

რომ დავინახე ბეჭედის უცებ,
გულში ვიფიქრე : "ეს ხომ ჩემია
ეს ხომ ვიყიდე მე ნიშნობისთვის
მე ამის მეტი რა დამრჩენია".

უნდა წამერთვას იმ ბიჭისათვის
უცებ ვიყვირე "ეს ხომ ჩემია"
გამოვერკვიე და ჩემტვისა ვთქვი
დამგვიანდა... უკვე შენია".

და ამ ნათქვამში მე გავურიე
სანანული და მწარე ბოღმები,
მერე ავტირდი იქვე კარებთან
და ჩემს თავს ვკიტხე : რისთვის მოხვედი ?!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 821 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 930 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


 

ვერც სიღარიბე დაგაკლებს რამეს
და არც სიმდიდრე არ მოგიმატებს.
თუ ხარ ნამდვილი ადამიანი
არ შეიცვლები
ეს უნდა გწამდეს...

ადამიანი- ამ სიტყვის ფასი
არავინ იცის რას ნიშნავს ნეტავ?
თუ დაიბადე ადამიანად
დაბადებულხარ ესეგი ღმერთად..

ეს უნდა ყველამ ყველამ იცოდეს,
რომ სახელს დიდი ფასი აქვს ჩვენთვის
ადამიანად უნდა იცხოვროს,
უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ერთი.

ადამიანი არის არსება
პირველი სიტყვა მთავარი ბანი,
მაგრამ ფუჩია ჩვენი სიცოცხლე,
თუ არ გვერქმევა ადამიანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 791 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

***

 ქალი იმისია ხელზე აგოგმანო!...

ლექსით გააბრუო...
ქარით მოიტაცო....
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო!...
მხრებზე შეისვა და
მთვარეს მოაფარო....
არ გამოგყვება?
კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო!!!!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 886 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

 


რაჯიმ რომ არაფერი ცვლილება ნახა მათ შორის თვითონ უთხრა გიორგის ყველაფერი. გიორგიმ არ დაიჯერა, ეს დამცირება ვერ აიტანა, სინიაკი დაამჩნია თვალებზე, დააბრმავა.
გაავებულმა გიორგიმ მარის პაემანი დაუნიშნა, მარიმ უცებ ანას დაურეკა და უთხრა:
- მგონი კარგ ხასიათზე არ არის გიორგი, რაღაც აღელვებული ჩანდა და პაემანი დამინიშნა.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

 


_ კაი, სად?
_ რავი, თუ გინდა თურქულში, ან "პროფილში", როგორც გინდა..."
არ მაქვს ამ ბაიათების თავი და თუ გინდა მომკალი...
"_ პროფილი იყოს..."
და მე, სუნთქვაშეკრული, მთელი 10 წუთით ადრე მოვიოდოდი, ჩვენ საყვარელ მაგიდასთან დავჯდებოდი, პაპიროზს (მუდამ თავისუფლებას რომ ქადაგებს, იმას) მოვუკიდებდი, მერე სიმპათიური ოფიციანტი გოგონას ტრადიციულ შეკითხვაზე - "რას ინებებთ?" - ასევე ტრადიციულად მივუგებდი "ველოდები, გმადლობთ..." და მერე...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1006 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)

 


..ლამაზი იყო ის დრო...დრო, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ლამაზ ფერებში იქარგებოდა, როდესაც სიყვარულით აღსავსე გულს მუდამ ემღერებოდა... განა შეიძლება ოდესმე დავივიწყო ის გაზაფხული, ყვავილები და ჩვენი სიყვარული.
...პაემანი... ჩვენი ერთად ყოფნის წამები, წუთები, საათები, რა მალე გარბოდა ჩვენთვის დრო, სულ უფრო და უფრო დიდხანს გვინდოდა ერთად ყოფნა, ვნატრობდით შეჩერებულიყო წამი... წამი რომელიც ასე ლამაზი და ტკბილი იყო ჩვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ჩერდებოდა, გარბოდა და დგებოდა განშორების მწარე წუთები.პაემანი, წვიმაში,ქარში,თოვლში... ჩვენ ხომ ყოველთვის ერთმანეთს ვათბობდით ჩვენი სიყვარულით, ჩვენთვის არ არსებობდა სიცივე... მართლაც რომ მშვენიერი იყო ის დრო.პირველი თოვლი, პირველი პაემანი, პირველი კოცნა...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1361 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ,
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს,
უკან გადმოვშლი მგონია ისევ,
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს...
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი,
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე,
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს,
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



უსიყვარულოდ გადავირევი,
დარდი მაწუხებს შენებრ კარგების,
ხან მოვარდები როგორც ირემი,
ხან იასავით დამეკარგები...

მოგიტაცნია ღიმი ფრესკიდან,
დაუწყევლიხარ ვინმე ასურელს,
შენი თვალების ეშხი შეშლიდათ,
ორბელიანთა ზვიად ასულებს...

ჯვარს დაიწერდა შენზე გოეთე,
გალაკტიონი დასთმობდა მერის...
შენ მოგიძღვნიდნენ ძვირფას სონეტებს,
ჯორჯ ბაირონი, შექსპირი, შელლი...

დღეს სიყვარული მართლა რა არის,
ხვალ კალმოსნები დაჰყრიან კალმებს,
მხოლოდ მე ერთი, როგორც არავინ,
ისევ გიკოცნი მაგ ლამაზ თვალებს!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1041 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე უთვალავჯერ მადინეს ცრემლი,
ბევრჯერ სიკვდილი მანატრებინეს,
რამდენჯერ მკერდით ღალატისაგან
ნატკენი გული მატარებინეს...
ალბათ,რაღაცა ჩემი ბრალია,
დეკემბრის სევდამ სულშიც დათოვა,
ჩემთან ვერავინ ვერ გაძლო დიდხანს,
ვინც წასვლა შეძლო,ყველამ დამტოვა...
შენ ერთადერთი შემორჩი ბოლოს,
ჩემს ფიქრთან ბრძოლას შენ ისევ იტან
და შენთან ყოფნის ბრალია მხოლოდ,
სული სხეულში რომ ისევ მიდგას...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 782 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


იქნებ გგონია, რომ დავბრუნდები,
დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,
არ მითხრა ახლა, რომ მოგენატრა,
იის სურნელი ჩემი კაბისა.

იქნებ გგონია რომ დავბრუნდები,
და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,
არა ძვირფასო, გრძნობა თან გაჰყვა,
იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.

გული დამტვერილ საფერფლედ იქცა,
ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ,
სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან,
შენ ვერასოდეს გაგიმეორებ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



არ დაგვავიწყდეს, რომ გარდა ხორცისა, არსებობს სული... და სულის წარწყმედას უეჭველად თან სდევს ხორცის ხრწნა.
კაცობრიობას დაღუპვა ემუქრება! - ხალხმა დაკარგა: ზნეობა, გაგება, ადამიანობა.
ერთადერთი ხსნა მგონია: სიყვარული, დიდი სიყვარული!
მინდა: ვიარო სიყვარულით!
დავთვრე სიყვარულში!
გავხდე სიყვარული!
ფხიზლად! - ცხოვრება წუთია!
ადამიანებო! მოგმართავთ ყველას:
ვიყოთ ერთად!
გვიყვარდეს ერთმანეთი!
მოვეფეროთ, ჩავეხუტოთ ერთმანეთს! - რა არის ამაზე ლამაზი, ამაზე ძვირფასი, ამაზე მშვენიერი?!..
აი, სულის დევიზი: სიყვარული შინ და გარეთ!
სიყვარული წინ და უკან!
სიყვარული ყველგან და ყველაფერში!..
მაშ, ვაფრქვიოთ:
სითბო,
სიტკბო,
სათნოება!
წინ სიყვარულისაკენ!..
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 981 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)


გარეთ წვიმს და ჩემს ფანჯარას
წვიმის წვეთი ეფერება,
შენზე ფიქრი გამიტაცებს
და ადვილად ვერ მელევა.
ოცნებებიც მომაკითხავს
გამაქროლებს ისევ სადღაც,
და წვიმის ხმა დამაბრუნებს
ჩემს ადგილას ისევ, დამთვრალს.
თითქოს ტირის ჩემთან ერთად
და მიყუჩებს დიდ იარებს,
ცხოვრებამ რომ მომისაჯა
იმ ტკივილსაც იზიარებს,
ზეცამ იცის რომ მიყვარხარ,
ისიც იცის ვერ გივიწყებ.
მხილველია ყოველ ღამით
შენზე ფიქრით რომ ვიძინნებ,
ზეცამ ხედავს როგორ მტკივა
ზეცამ იცის როგორ ვწვალობ
ამიტომაც ყოველ ღამით
შენზე ფიქრებს მას ვუამბობ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 793 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,
ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 866 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


დაკარგულ სიყვარულს ნუ დაელოდები,
ნუ დაღვრი უაზროდ ცრემლს,
გაქცეულ მეგობარს ნუ გაეკიდები
ტყუილად დაიღლი ნერვს....
რასაც ვერ მიწვდები, პოტინს ნუ დაუწყებ,
თორემ გაიღიმებს ღმერთი...
თუკი გიწერია მისი დაბრუნება,
თვითონ დაგიბრუნებს ღმერთი....
შენი სიყვარული ისევ შენთან მოვა,
ბოლომდე იქნება შენი....
ოღონდ ერთი გწამდეს, ცხოვრების დიდ გზაზე
იწამე უფალი ღმერთი !!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 844 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში..
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად,
რა მატირებს, ანდა რა მიხარია....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 941 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


.წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან
ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ
წვრილთვალება კაცუნებმა
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ
ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.
იცი
რამდენი რამ შეიცვალა
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)


ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,
ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:
მას ელტვიან სიამენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1005 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით!ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ,
ო,გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქთ
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმუ ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ?მე არ მაქვს ნება!
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება-
მაგრამ ამდენ ხნით?მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ:მე გთხოვთ,მომკალით!"

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ცრემლების მორებს მოვაგორებდი
მე შენს ლოყაზე,
მოვათრევდი ტკივილის ლოდებს.
დრო გამოშვებით ვისვენებდი შენს წამწამთ ჩრდილქვეშ.
დაფლეთილ ხელით, ნატკენ მკლავებით
გულს ვიხუტებდი მიბნედილ მზერას.
ქარიშხალივით მოვარდნილი შენივე სუნთქვა
ჩადგა ჩვენს შორის.
შენ თვალებიდან გადმოკიდე
ცრემლის ძაფები მდინარეებად.
მე მოვაპობდი სიცარიელეს,
თავაწყვეტილი მივქროდი სადღაც და დამაგვიანდა.
შენ ახლა ცისფერ კუბოში გძინავს.
მე შავი ფერი ვარ
და შენს სახეზე ვცეკვავ.
მე ახლა სისხლის წვეთი ვარ
და შენს კაბაზე ვცხოვრობ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



ჩემი წარსულიდან სახსოვარი,
დამრჩა ერთადერთი-დაღლილობა.
გავხდი უსახლკარო მათხოვარი
დრომ და ათასგვარმა თაღლითობამ
ისე გამომფიტეს, როგორ გითხრა,
(ალბათ გავახარებ მოშურნეებს).
ძველი იარები საფლავს მითხრის
უკვე აღარც ვცდილობ მოშუშებას.
ჰოდა, ჩემი ძველი დოსიედან
ყველა ქარტეხილი ამოვშალე.
ბედთან ბრძოლა რაღა დროსია და
ტყვიაც ხომ პირშია გამოვშალო
ლამის. ერქვას ბოლო გაბრძოლება
და ან დაღლილობის რაფსოდია.
სადაც უაზრობებს გაძალებენ,
სადაც ყველაფერი აბსურდია...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 808 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


პაწია გულო ვინ გაგიმეტა
გულო მოკლულო და ისალბუნო -
დაჭრილ ჩიტივით მუჭში მიფეთქავ
და სულს გიბერავ, რომ მოგაბრუნო.
ასე კვდებიან ალბათ ჩიტები,
ასე ჩუმად და ასე უბრალოდ.
ვაიმე, მგონი მართლა მიკვდები
როგორ გაგათბო, რით გიმკურნალო?
სიცივითა ხარ გულო მოკლული
და სითბო გიხსნის სულ უნმიშვნელო,
გავხდები ისევ ცოლის ორგული -
მკერდში ჩაგისვამ... სხვა რა გიშველო.
შ ნიშნიანიძე...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 913 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ერთ დღეს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ, მე არანაირად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ძალით წამიყვანეს ცოტა გულს გადააყოლებო. იქ იკაც იყო, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა და ლექსიც კი წამიკითხა, საერთოდ უყვარდა ლექსების წერა, ჩვენს სამეგობროში ერთი პოეტი იყო. . . . . . თქვა ამ ლექსს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ანის ვუძღვნი, რომელიც მისთვის დავწერეო და დაიწყო:
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1381 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --

მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს,
საყვარელო!..

მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს,
საყვარელო!..

მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს,
საყვარელო!..

მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი,
საყვარელო!..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,
ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, -
რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?!
დააჩქარე, გესმის? - დააჩქარე მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე -
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა, თიქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 804 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



სხვას რას ემდური,სხვისგან რას ელი,
როდესაც შენს ბედს
შენ თვითონ მართავ.
ტირანთან ბრძოლა არ არის ძნელი.
ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან.

შენს კვალს ამქვეყნად ვერავინ წაშლის,
თუკი გხედავენ
მხნესა და გამრჯეს.
გამარჯვებული ხარ სწორედ მაშინ,
საკუთარ თავთან როცა იმარჯვებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 896 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 858 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)




ზღვისფერი გაქვს თვალები და,თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და ,მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს_ქარს,
და მოგიკლავ,მოღალატევ,მაგ ნაფერებ ქმარს...
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1032 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



არც ქალის სურნელს მივტირი დაკარგულს,
არც კოცნას და ალერსს
აღთქმულს და დაშანთულს.
ოცნებას გაფანტულს
სიცოცხლეს დაღდასმულს,
სიყვარულს მივტირი
დარდების დასასრულს.
ტკივილებს შეჩვეულს,
ფიქრებში ჩამარხულს,
დამალულს,
მოპარულს,
დაწიხლულს....
დაორთქლილ მინასთან
ფიქრი მენატრება,
სევდა წვიმიანი ამინდის,
ცრემლი მენანება,
მარცხი მენანება,
მწუხარე სახიანი რაინდის.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 897 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს,
საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე....
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სეყვარულის ცილი დაგწამო,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 943 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



კუშტი ღრუბლებით დამძიმდა ზეცა,
ღარიბი მგზავრი-ფიფქი პაწია
ძველ საბძელსა და ნახნავებს შორის
გასხლტომას ფიქრობს, თუ გააღწია

მთელ დღეს ჩიოდა დევნილი ქარი-
როგორ მჩაგრავსო, ნახე მავანი
უგვირგვინოა ზოგჯერ ბუნებაც
როგორც ადამის შთამომავალი....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 758 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


შორს სადღაც ,ცის კაბადონზე...
გვირილებს მივყვები და
ოცნების წვეთები მაწვიმს ...
_ღამე სიჩუმეს მილამაზებს ...

ფიქრის ნიღაბს ვიხსნი ...
და ყველას მთავარ როლს ვთავაზობ ,
ვისაც თამაში არ ღლის ...
_ჩემი გრძნობების კარნავალია...

წუთიერს ყველაფერს ვგმობ და
განთიადს თამამი ფერი დაკრავს
...ხვალის
_დღეები ფანტავენ მოგონებებს ...

ხელახლა, წამებში ვიბადები
და მონობა არ მსურს არსების .
სამყარო ფერებით ხატავს ახალ სივრცეს .
_ სიკეთის მწამდა ყოველთვის ... !
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე და მზე დავსხდებით სახლის სახურავზე,
დაგიწყებთ ყურებას შენ.
დაგიქნევთ ხელს,
შეგიცვლით ფერს,
დაგხატავთ ჭრელს
და შენ...შეგვხედავ ერთს...
გაივლი გზას,
ინატრებ ხსვას,
მოწყენილ მზეს ანებებ თავს...
სახლის სახურავზე სიჩუმე ჟღერს,
მე და მზე დავყურებთ ქალაქის მტვერს...
და გულში უფერო სიცოცხლე ძგერს...
სადღაც შორიდან აღელდა ზღვა...
ვიქნებით ერთად მე და მზე...
და იქნებით ერთად
შენ და სხვა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

TOP 10 (I ნაწილი)

10 ყველაზე საინტერესო და უცნობი ფაქტი მოდის სამყაროს შესახებ
ყველა დროის 10 ყველაზე რომანტიული სიმღერა
10 ყველაზე ძვირადღირებული ფილმი
10 საინტერესო ფაქტი კოცნის შესახებ ...

და სხვა საინტერესო ფაქტები და მოვლენები

Top 10
კატეგორია: ექსკლუზივი♥ | ნანახია: 2179 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)

"Christmas waves a magic wand over this world, and behold, everything is softer and more beautiful."

Magical Christmas Paintings
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 2482 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ჰიტლერი ცნობილია როგორც ყველაზე ბოროტი და მკვლელი ლიდერი. წარმოგიდგენთ ჰიტლერის ნახატებს 1914-1917 წლებში.
სანიტერესოა ნახოთ თუ როგორ სურათებს ხატავდა მეოცე საუკუნის დიქტატორი


Adolf Hitler's Paintings
კატეგორია: სურათები♥ | ნანახია: 1706 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (6)


დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.
საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,
უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.
ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღია
და მაინცა ვარ დაბრმავებული.
გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,
ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,
იქნებ როგორმე ბედი დამეხსნას
ბედი სხეულის რთული წყლულია,
დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)




როგორ მინდა, მინდა, მი...
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა...
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.

ისევ ძველი, ძველი, ძვე...
ისევ თბილი, თბილი, თბი...
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა,შენ რომ თქვი.

ისევ ზევით, ზევით, ზე...
ისევ დიდი, დიდი, დი....
ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე,
მკერდიდან რომ სისხლი დის....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 903 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ.
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


სულ მენატრები, მაშინაც კი,
როცა ვართ ერთად
და ჩემს გარშემო
და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო...
მუდამ და ყველგან -
ძილშიც,
ცხადშიც,
უშენოდ,
შენთან -
სულ განუწყვეტლივ მენატრები
და შენზე ვდარდობ.

სულ მენატრები,
ერთი წუთით არა მაქვს მოცლა,
დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს
დაკარგულ პატრონს,
და მე არ ვიცი,
რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა
ჩემში ხარ გულის ფეთქვას
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



ახლა,
ისე მინდა მოგეფერო,
როგორც არავის და
არასოდეს.
ღამე
ნაფაზებად გავისერო,
აღარც
გათენების მეშინოდეს...
სუნთქვა -
ნაწნავებად გადაშლილი
მკლავზე
მონატრებად გავიფინო,
ჩურჩულშეპარული მდუმარება
ჩუმად გაგანდო და …
გაგიცინო,
მერე,
გადაღლილი სინანული -
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს,
აპრილი მეხვევა მხრებზე...
თუ მომკლავთ,
ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
ატმებთან მომკალით მზეზე!
მოვედი ამ ქვეყნად ირმების მეგობრად,
ვიცხოვრე,ვეწამე,ვთესე...
თუ მომკლავთ,
სხვის კარზე ნუ მომკლავთ,გეთაყვა,
მომკალით მამულის მკერდზე!
ღმერთმა დამანათლა საღვთო სიყვარული,
ხმალი მამულისთვის ვლესე!
ნუ მომკლავთ,
უბრალოდ ნუ მომკლავთ,გეთაყვა,
თუ მომკლავთ-დიდგორის ველზე!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 744 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)




ახლა ღამეა
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმაში ვდგავარ...
აბეზარ ფიქრებს ერთმანეთს ვახლი!
გადაიტალღა
თმაგაშლილი ქარების გავამ,
ვდგავარ წვიმაში...
დასველებულს მაინც არ ვგავარ!
სახეს გამიპობს
თუ გავუპობ პირიქით სახეს
აცახცახებულ
ქარს,ღამეს რომ ნაზ კაბას ახევს!
ყოველი თითქოს
გარიჯრაჯის სიწითლეს ელის...
ფიქრი დამიძრწის,
როგორც ტყეში-მშიერი მგელი!
ახლა ღამეა.
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმა მცემს მხარზე...
სევდამ სულში დაიდო სახლი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო?
სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო?
დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,
ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!...
შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,
შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო?
- თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო?
შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო!
- მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო?
- შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო!
- ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო?
- ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!
- ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო?
- საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1010 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)


აქ არის ჩემს მიერ შეგროვილი სურათები აბა ვწერთ
კატეგორია: სურათები♥ | ნანახია: 1390 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)


ხვალ ვიქნები?
არ მაქვს ამის გარანტია.
საკუთარი სხეულიც არ მაბადია,
მიწის არის,
სული ზეცის,
მარადია.
სიყვარული უდიდესი ტალანტია.
ბილწმა ღამემ ჩემთან ერთად გაათია,
უკუნია,
ცაზე მთვარეც არ ანთია,
ყოველი დღე,
დარდით სავსე კალათია,
შენზე ფიქრის ოცდაოთხი საათია.
ხვალ ვიქნები?
მინდა მქონდეს გარანტია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება
და ეს დღეები გამახსენდება
როგორც სიზმარი ჩემი ბავშვობის...

ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება
და შენი ნანა გამახსენდება
მხოლოდ ჰანგებით ჩიტის გალობის...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



სიცოცხლის მეტი საქმე არა მაქვს,
სხვაც არა მინდა, გარდა მიყვარდე,
გარდა გხედავდე, სადმე ამაღამ
სულის ცხონებად გადამიყვანდე,

გადამაფრენდე, გადამაგდებდე,
როგორც ვარსკვლავი ცას ეჯახება,
გზასაც ვკარგავდე, ანდა ვაგნებდე,
მომწონს სიჩუმე ხმის შეთანხმებად,

აგე, ის კაცი – არაფრის მქმნელი,
აგე, ის კიდევ – გელათს აშენებს,
თანაბრობა მღლის ნათელი-ბნელის,
ძაღლიც მთვარეს ღრენს, მგელთა ნაშინებს
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 808 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)




თეთრად შეღებილ ჩარჩოს ფანჯრისას
გულზე შეუკრავს რკინის საკინძე...
ქუჩაში ვიღაც მიდის და მოდის
და მათთან ერთად ვითვლი ნაბიჯებს.
ქარია დღესაც, ალვის კენწეროს
მოვნატრებივარ, აწყდება სარკმელს...
ეს ძილი მაინც სად დაიკარგა?!
არ ვიდარდებდი ასე და ამდენს!!!
დარდებს... აკრეფილს არა სურვილით
გზა ვერ ვუპოვე ჩემგან წავიდეს...
ჯერ ასე სუსტმა... მე არ ვიცი და
აბა მითხარი შენ რა დაგპირდე?
ოცნებას ფერი ხასხასით აკრავს
ნაწერს შეუკრავს შენთვის საკინძე...
ვიცოცხლებ შენთვის! - შენს თავს ვფიცავარ!
გიყვარდე მხოლოდ! - ჩემს თავს გაფიცებ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ნუ წახვალ იცოდე ვიტირებ
ცრემლები დამისველებს წამწამებს.
ნუ წახვალ იცოდე ვიყვირებ
ჩემი ხმა გაგაღვიძებს ამ ღამეს
ნუ წახვალ იცოდე დავიღლები
და მე ჩემს გრძნობებში ავინთები
ნუ წახვალ იცოდე გავიქცევი
და ფრთებით ზეცაში ავფრინდები.
ნუ წახვალ იცოდე გავფრინდები
და ლამაზ ღრუბლებში გავიბნევი.
ნუ წახვალ, ფრენითაც დავიღლები
და ისევ მზის სხივთან გავიქცევი.
ნუ წახვალ იცოდე დავეშვები
და მერე ოცნებებს გავექცევი.
ნუ წახვალ იცოდე ავტირდები
და მერე ტკივილით გავგიჟდები...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 798 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

 
ვინ შემიბრალებს უცხო მიწაზე
ბეღურასავით მცივანს და ამტანს,
მე გულს ავყევი და ახლა სიტყვებს
შენს მშრალ კალთაზე ხმაურით ვფანტავ
და თრთის კედლები, რომელშიც ასე
მოჩვენებითი სიმშვიდით ვცხოვრობ
და მხოლოდ შენი სიცილი მავსებს
ამ გადაღლილი საღამოს ბოლოს..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 993 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)




შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე
უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ
რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში

შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი
გიფრიალებდეს ნისლიდფერ მერდინს
გაიღოს უცებ სამოთხის კარი
მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი

რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი
სად სჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ
მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი
მთვარე მთვარეზეც ლამაზი მთვარე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 898 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



მე გამაცილებს შენზე ოცნება
მე გამაცილებს ჩადრების რიგი
მე ერთს დავეძებ სველი თვალებით
მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.

მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები
მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა
მე გამაცილებს ფართო შარა გზა
და ის ძვირფასი თვალები არა.

მე შემიყვარებს სულ სხვისი გული
და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა.
სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს
და ის ძვირფასი თვალები არა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



როდესაც ვრჩები სულ მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამით
სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზღვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაც აზრები მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა
მეკითხებიან ვისზე წერ ლექსებს
ვის მიუძღვენი ლექსების გუდა
მე სიყვარულის დავიცავ წესებს
რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები,
საათი დარეკს, და ისიც მოვა.
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.

შემოდგომაზე დავხატავ სურათს
და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .

მოვა ზამთარი, გამოიცვლებით,
ჩაიძირებით მოგონებებში…
ოთახშიჩუმად გარდავიცვლები
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.

გასვენების დღეს იქნება წვიმა.
წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ,
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ… დამივიწყებენ …
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 914 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი

საუკუნეა რაც შეგიყვარე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრო
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

 

თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 735 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


კალამს ავიღებ და მონატრებას
ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ
გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს
ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ
მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ
და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ
მე უკვდავებას შენში ვეძებდი
და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ
მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ
შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ
შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ
იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)




მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 888 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



შენ თუ იცი რა მოხდება?
თბილად,რომ სთქვა ერთი სიტყვა
გალღვება და მომშორდება
გულს,რომ მადევს ყინულის ქვა
შენ თუ იცი რა მოხდება
მე,რომ ერთხელ გამიღიმო
სიყვარული არ გაქრება
არ გახდება უღიმღიმო
ძარღვში სისხლი აჩქარდება
დაბრუნდება სიყმაწვილე
გულში ცეცხლი აგვენთება
და ჩვენ ისევ დაგვაწყვილებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 713 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

***

 

რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ქალი ოცნება, ქალი სინაზე,
ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე,
ქალი ოცნება, ქალი ალერსი,
შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,
ლამაზო ქალო, ტანო-ტატანო,
ქალო ათასი ჭირის ამტანო,
ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ...
კაცებმაა?.. კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 882 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





მე ალავერდში ღმერთს შეგავერდებ,
ღვთისმშობლის ხატთან დავიჩოქები,
და ალავერდის მდუმარე ტაძარს,
შენ ლამაზ სულზე ვესაუბრები,
მე ალავერდში სანთელს ავანთებ,
რომ შენზე ლოცვით ისიც იწვოდეს,
შენ თუ არ იცი როგორ მიყვარხარ,
ამიერიდან ღმერთმა იცოდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 846 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


 

ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება
კვლევა-ძიების გზა და მტვერია,-
ბედნიერებას მოიპოვებ და
ბედნიერება არაფერია

ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც,
თავისუფლებას ჯვარი სწერია,-
ყველაფერია მოპოვებამდე,
მოიპოვებ და არაფერია!
იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით,
წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, -
მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი,
იმ ბედს იქით კი... არაფერია!

იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით
შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან,
შხამით სავსეა თასი სიცოცხლის
დასცლი ამ თასს და... არაფერია!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 787 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მარადიული ღამის ზმანება,
ნაცნობი სევდით კვლავ ვიბანგები.
სადაც ქაფია ყველა ღვთაება
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
ფაიფურივით ღრუბლების მსხვრევა,
ქარი ზღაპრული არტემიდეა.
თუმც რა ხანია დრომ გადამტვერა
ზოროასტრის და ზევსის იდეა,
მაინც წააგავს მითს ეს საღამო,
ათასი კერპი იწვის და დნება.
ისევ გაცოცხლდი სულში ადამო!
ცეცხლის სიშიშვლედ და ველურ ვნებად.
როგორც გრძნეული ღამის ზმანება
მეც უკვდავებით დავიბანგები
აქ მარადია ერთი ღვთაება,
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 758 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





ცის კაბადონზე ვარსკვლავთა გუნდი
დგას უმოძრაოდ წელი მრავალი
ოცნება სიზმრად გადაქცევიათ
მაგრამ მშველელი არ ყავთ არავინ.

აერთიანებთ მათ ერთი ენა
ერთი აქვთ სწრაფვა და გულის თქმანი.
არც ერთ ფილოლოგს არ ძალუძს ქვეყნად,
მათ სათუთ გრძნობებს აუბას მხარი.

მე კი ვისწავლე ვარსკვლავთა ენა.
ღმერთის წყალობით მეცხო ნათელი.
სატრფოს სახება მყავდა მეგზურად
ვით აღმაფრენა და ვით სანთელი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



შენ ხარ მიზეზი ჩემი არსებობის,
სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო,
მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვარ,
ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო"!
შენა ხარ მიზეზი თეთრი ღამეების,
დაუნდობელო და უგულოვ ჩემო,
მე კი მონა ვარ ცრემლიან დღეების,
ოცნებავ ჩემო და უბრალოდ "ჩემო"
შენა ხარ მიზეზი ჩემი გულის ცემის
მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო,
მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის,
უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების,
მიუკარებელო და უხილავო ჩემო.
მე კი დაგეძებ ნისლიან ფიქრებში,
გიხმობ და გეძახი: "სადა ხარ ჩემო?"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



თენდება.....................
ახალ ცხოვრებას იწყებს ყველა ცოცხალი არსება,ყველასთვის ბედნიერებისა და იმედის მომცემია ახალი დღის გათენება. ერთადერთი ვინც ამ ბედნიერებას ვერ იზიარებს ეს სიყვარულით ტანჯული და განადგურებული გოგონაა. რომლისთვისაც ეს ცხოვრება უფერო და ამაოა. ძნელია გაუგო გოგონას რომელსაც ტკივილი, იმედგაცრუება და უზომო ტანჯვა უსერავს გულს.,ძნელია გაუგო მას ვისაც უიმედოდ უყვარს და რომელსაც სიყვარულში არ გაუმართლა.მას ხომ ყოველი დღის გატენებასთან ერთად საკუთარ თავთან ჩიდილი უწევს რათა ახალი თვალით დაინახოს სამყარო მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა იგივე ფიქრებსა და განცდებს უბრუნდება. ახალი დღე რომელიც ადამიანებისათვის ახალი ცხოვრების საწყისია ამ გოგონასასათვის რომელსაც უიმედოდ უყვარს ტკივილისა და ტანჯვის ახალი საწყისია. ......................................................................გადის დრო ტანჯვასა და ვაებაში გოგონა ნაღვლიანი შესცქერის ქუჩაში მოსიარულე ბედნიერ წყვილებს. და მისი ტკივილი კიდევ უფრო მძაფრთება რადგან მას აღარ აქვს ბედნიერების იმედი და ეს ტკივილი კლავს მის გულს რომელიც აღარასოდეს გაცოცხლდება სიყვარულისათვის და სწორედ აქ იწყება დასასრული ამაო ყოფისა.
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 825 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (1)

shen chemi ar xar da arc iqnebi
radgan shen ar gaqvs chemze piqrebi
dro gava metyvi izrune tavze
me sul sxva miyvars da vpiqrob masze
es ar iwneba chemtvis axali
vici odesme amas gavigeb
titqos mkarnaxobs gmeri magali
rom chems siyavuls pexqvesh gaigeb
ert dges mogartmevs vinme buketebs
mogewoneba tvalebi misi
shen dainaxav masshi uketess
vici rom ar var me sheni girsi
wlebi gava da guli dagwydeba
chemi sityvebi shen win dagxvdeba
mixvdebi mashin tu vin gyolia
rom chems did grdznobebs dzala hqonia
me es ar minda odesme moxdes
rom chems did grdzobebs cudi ram mohyves
ar minda shenshi is davinaxo
visac ar veli is avisaxo
ra vqna rom bedma ase damcina da
siyvarulshi ase gamwira
ar damanaxa masshi sinatle
tu ertxel mainc ar gamimartlebs..........

PS.......... itxovda 1234 :D

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1022 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 1066 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 817 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (3)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 1499 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ატეხილ ქარებს რა შეაჩერებს, უსიყვარულოდ
ფოთოლცვენაში როგორ ვიპოვო ჩვენი ფოთლები,
წვიმას რა უთხრა სიყვარულზე რით დავამშვიდო
მზე,რომ ამოვა მე უშენოდ როგორ ვიქნები...
როგორ გაუძლო უსიყვარულოდ მე ამ გაზაფხულს
ან ზღვას რა უთხრა,მთას ავხედო რა დამშვიდებით
ველად გავიჭრა რა ვიყვირო მარტო შეშლილმა..............
ვისთან მივიდე თუ ვერ გავძლებ და გავგიჟდები.
ატეხილ ქარებს შეაჩერებს ეს სადღეგრძელო
ხმელ ფოთლებს წყალში ჩავალაგებ მზეს დავპირდები,
სულ სხვას ვაკოცებ სხვასთან მივალ დასამშვიდებლად
თუ სატრფოს სხვისი ბაგე უყვარს და არ ვჭირდები.
აი წვიმას კი მე ვერაფერს ვერ დაუმალავ
ვეტყვი, რომ მარტო დავთვერი და გზა ამერია......
" მერე რა მოხდა მე და წვიმა თუ გავგიჟდებით
გიჟების ხვედრი მზე, მთვარე და ვარსკვლავებია"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 925 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

კატეგორია: მუსიკა ♥ | ნანახია: 1838 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (2)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 859 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 909 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.

თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1009 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე ეხლა ვჯავრობ რომ ეს გავბედე
ეს ჩემი გრძნობა შენსკენ მოვმართე..........
მაშინ მეგონა იყავი ჩემი
მაგრამ პასუხმა შენი ბაგიდან
მე დამიტოვა სულშჰი ნადები
თურმე ეს გრძნობა ჩემი შენდამი
ზღვაში ყოფილა პატარა წვეთი
წვეთი რომელიც არაპერს ითხოვს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 727 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (2)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 827 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.