Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27


ის იტყოდა, რომ შენ მზე ხარ და სითბოს ასხივებ!
მე ვიტყოდი, რომ შენი ენერგიის ფართე ველი ძლიერ მიზიდავს.
ის დაგარქმევდა აპოლონ-ფებოსს, დაფნით შემოსილს.
მე დაგარქმევდი ჩვენი დროის ატიპიურ უცხო მოვლენას.
ის ფრთოსან ამბორს გამოგზავნილს ჰაეროვნებით მოგიძღვნიდა
და ოცნებებით შემოგეკვროდა...
მე წარმოსახულს ან ღიმილით გადავხედავდი,
ანდა სიმართლის გაფიქრება, მიწის შავ-თეთრი სინამდვილით 
და ნაასფალტარ ზედაპირზე დგომის სიცივე გამახევებდა
და შემზარავდა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1267 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 903 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


გააღეთ სარკმელი,სინათლე მაჩუქეთ 
ჰაერი მოუშვით ჩემამდე სასუნთქად... 
ჩავფუშავ სევდას და გავახდენ ტკივილებს 
ასე,რომ გასუქდა!

თითები შემახეთ გათოშილ თითებზე 
დახეთქილ ტუჩებზე დამადნი მალამოდ 
მოდი და ჩემს სულში იპოვე ის კუთხე 
ჩემთვის, რომ დაგმალო!

ყვითელი მაჩუქე ფოთლების დავთარი 
ნახატში ათასფერ ფერებად დამფანტე...
წავიდეთ ერთად და დრო ფეხთქვეშ გავთელოთ 
ზამთრამდე!

დრო გადის წუთები კარდაკარ დაძრწიან 
წლებისგან არეულ დრო და ჟამს ვაქუჩებ...
გააღეთ სარკმელი... გააღეთ დარაბა 
ჰაერი მაჩუქეთ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 920 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1037 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)




უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1194 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

მოდელების ილუსტრაციები
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1802 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)



რომ ავყოლოდი გულისთქმას
ჭკუას არ დავიხმარებდი.
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს
შენს გულში გავიხარებდი...
ზურგს საფქვავს წამოვიგდებდი
გზას წისქვილისკენ გავლევდი...
პატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1343 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)





ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1270 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1205 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


დავბერდი? - არა

ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.


კატეგორია: წერილები♥ | ნანახია: 1160 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)




მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1445 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

ვიცი წახვალ დამტოვებ მალე
სევდიანს,მტირალს,ძლიერ მწუხარეს...
შორით იქნები ჩემგან წასული
მე გულს მომიკლავს ჩვენი წარსული.
წარსულის ფიქრით ვიცხორებ ქვეყნად,
დაველოდები შენს მობრუნებას..
ვინ იცის საით,როგორ,რას ფიქრობ?!
ვინ გენატრება და ვინ არც გახსოვს..
მაგრამ სევდიან მოგონებებში
კატეგორია: წერილები♥ | ნანახია: 1727 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)


ჩამოასხი, მერიქიფევ, აბა, მალე, პირნაკლულიყველაფერი მეზარება, სულ პირამდე ჩამოასხი, ერთსაც დავლევ და ვინცმიყვარს, უფრო მეტად მეყვარება. ჩამოასხი, მადლიანი ყურძნის წვენი, კიდევვიგრძნო ჩემი სისხლის მდუღარება, ჩამოასხი, აბა რად ღირს ყოფა ჩვენი, თუღვინოში ვერ ჩავკალით მწუხარება.

კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1426 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)


მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა
და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს
თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს
გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი
ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და
კოცნას!
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1155 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (1)



იმ პირველ კოცნას გაუმარჯოს,
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს,
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს,
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1261 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება,
მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1257 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)



ღვინოს აირჩევ სუფრის მშვენებად 
დალევ ,გაფანტავ გულის დარდებს, 
დამწველს ,დამდაგველს, 
მერე,მოგისვრის ლაჩარივით დარდის მორევში, 
დაგაფქვევინებს საიდუმლო გულის არაკებს. 
ხანაც გაგლექსავს,ხან აგამღერებს, 
ხან წვიმად დაგღვრის ,მეტს არას გავნებს, 
ნიკალასავით გახეტიალებს და გაქარგიებს 
უცხო ტილოებს. 
ხან ვაჟასავით მთებს დაგაჭიდებს, 
ოქროს საწმისებს ცრემლით აგივსებს, 
მუზების მეფე აღსარებების 
სავსე ფიალებს დაგაცლევიებს. 
მერეეე...,მოგივლენს გიჟმაჟ ქარიშხლებს, 
მაჯლაჯუნებით გზა-კვალს აგირევს, 
გიჟ-პოეტობით სამოთხის ჩიტსაც 
ერთი შეხედვით მოგინადირებს... 
მოდით დავლიოთ წვეთწვეთობით სულის შარბათი, 
და თავი მივცეთ ამ ცხოვრების უწყვეტ შაირებს, 
მერე,თუნდ მოვხვდეთ ჯოჯოხეთის ბასრა კლანჭებში 
რაა სიცოცხლე ,თუ სიკვდილთან არ დავაჭიდეთ.'''
კატეგორია: სადღეგრძელოები♥ | ნანახია: 1582 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1135 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)





დილით ადრიან ტაძარში გოგონა
ვიხილე სანთელით ხელში
მუხლებზე იდგა გაყინულ ქვაზე
ცრემლი სდიოდა ორივე თვალზე
ის ჩუმად კვნესოდა იტანჯებოდა
ის ჩურჩულებდა ხატს შესცქეროდა
მიშველე ღმერთო რა დაგიშავე?
ასე რო მტანჯავ არ გებრალები?
შენ ხომ იცოდი ვერ ავიტანდი
შეყვარებული რომ მომიკალი?

. . . . . . . . . საღამოს გვაიან გაყინულ
ქვაზე მას სამუდაომოდ ჩასძინებოდა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1371 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (5)

კატეგორია: LOVE ვიდეო♥ | ნანახია: 1608 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

თუ სახეზე შემომხედავ, დაინახავ უცებ ღიმილს,

ვერ მიხვდები, რომ მე ჩუმად ამით ვფარავ გულის

ტკივილს...

გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,

ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება, ჩუმად ჩავიფიქრებ

რამეს...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1846 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (5)



ძნელია, როცა ტირილი გინდა,
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ.
ძნელია, როცა სიცილი გინდა
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია, როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს.
ძნელია, როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია, როცა თვალები სველი
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა.
ძნელია, როცა ვიღაცას ელი
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1582 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)





არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1304 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


 . . .ღამემ   მოგონებებს   სევდა   შეაპარა, ბალიში   ცრემლით   იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.

  ძნელია   ვინმეს   გავუზიარო   ჩემი შენდამი   სიყვარული   და   სითბო. . . . მე   სიტყვები   არ   მყოფნის,…ზოგი   იჭვნეულად   შემომხედავს ხომ   არ   აზვიადებსო, სიტყვებს ძალა   ეკარგებათ, შენ   აღუწერელი   ხარ. . . . .
  დიდი   ხანია   შენი   დანახვის   სიხარულს ჩემს   სახეზე   არ   გამოუნათებია, ჩემი გრძნობა   ვერ   აღმიწერია, ეს   დიდი   გრძნობა   იყო, ალბათ ასე ძალიან   ამიტომ მიჭირს შენი   დავიწყება.
  ერთხელ   გითხარი   ყველაზე   მეტად   შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად   შემომხედე   და   ჩამეხუტე. მაშინ   ყველაზე მეტად   სწორედ   შენ   მენატრებოდი.
კატეგორია: ისტორიები♥ | ნანახია: 1487 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)


ტირი?..

-ხო ვტირი...
-მერე და რატომ?
ეს ქარმა მკითხა დარჩენილს მარტო…
გიყვარს?
-ჰო,მიყვარს…
"რამ შეგაყვარა?"-დამძახის ქარი,
მე უფრო მეტად მომაწვა დარდი,
ქარი კი დაქრის დღისით და ღამით.
და მეკითხება:" რად გიყვარს მაინც?"
-თუ გიღალატა და მიგატოვა
ის სიყვარულის რაღა ღირსია?
-დამნაშავეა...მაგრამ რა ვუყო
რომ ჩემი გული მხოლოდ მისია…
-პატარა ქალო!ნუ გადამრიე
აღარ უყვარხარ-ის ხომ სხვისია!
-გაჩუმდი ქარო...ნუ ვეყვარები
არ დავუჩოქებ,ნება მისია,
მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს
არავის ვაძლევ სესხად,ნისიად…
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1220 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (2)


ფიქრები?_ისევ მაწამებენ.

ოცნება?_რავიცი გაქრა.
დანახვის სურვილი?_შემომრჩა...
იმედის ნაპერწკალი?_ჩაქრა.
უშენოდ ვერ ვძლებდი?_გავძელი.
ძნელია რა ვუყოთ ახლა.
ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს.
ვერ გეტყვი შენ თვითონ ნახავ,
ოცნება?_რავიცი დასრულდა
ფიქრები?_მაწუხებს ახლაც.
რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე,
გულს თუ სიყვარული ახლავს
კატეგორია: სიყვარული თავდავიწყებაა♥ | ნანახია: 1296 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-27 | კომენტარი (0)

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.