Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » ერთ დღეს..
ერთ დღეს..
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:13 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ერთ დღეს, მე, უაზროდ მოსაწყენი და პესიმისტი არსება, დავტოვებ საკუთარ სხეულს და შევუერთდები უსასრულობას, როგორც უხილავი წერტილი, რომელსაც ვერ ხედავენ, მაგრამ გრძნობენ.

ერთ დღეს, მე შევძლებ შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისაკენ. შევძლებ გავაბედნიერო ადამიანები, შევძლებ გავამხიარულო და სიცოცხლის ხალისი დავუბრუნო მათ.

ერთ დღეს, მე ვიპოვი ჯადოსნურ ჯოხს და ყველაზე უმნიშვნელო ოცნებებსაც კი აგისრულებთ.

ერთ დღეს, მე ვიტყვი „არას!"

ერთ დღეს, მე ხმამაღლა ვიტყვი იმას, რასაც ვფიქრობ და არ შემეშინდა, რას იფიქრებს ხალხი.

ერთ დღეს, მივაღწევ იმას, რაც ახლა მიუღწეველი მგონია.

ერთ დღეს, მე შევძლებ გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ.

ერთ დღეს, თქვენს ცხოვრებაშიც გამოჩნდება ვიღაც, ვინც ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და ისე გაგაბედნიერებთ, ისე, რომ.. ერთ დღეს, თქვენც შეგიყვარდებათ : )

ერთ დღეს, მე აუცილებლად გავიცნობ პატარა უფლისწულს და ის თავის პატარა სამყაროში წამიყვანს.

ერთ დღეს, მე შევძლებ ვიცხოვრო ტკივილების გარეშე.

ერთ დღეს, მე არ მომენატრება და არ ვიფიქრებ.

ერთ დღეს, ყველაფერს დიიიდ, მსხვილ წერტილს დავუსვამ და ვიტყვი, რომ დამთავრდა.

ერთ დღეს, მე ავიშენებ ყვითელფანჯრებიან მწვანე სახლს.

ერთ დღეს, მე გადავცურავ ზღვას და არ მივცემ მზეს უფლებას, დამემალოს.

ერთ დღეს, მე ჩავეხუტები დედამიწას.

ერთ დღეს, მე მოვიგებ ბეეეევრ ფულს და უსახლკარო ადამიანებს ვუყიდი ყველაფერს, რაც ახლა მათ აკლიათ.

ერთ დღეს, მე ვიტყვი, რომ ოცნებები ხდება.

ერთ დღეს, ჩემი გვირილა მეტყვის „კის"

ერთ დღეს, აუცილებლად მოვიგებ ბრძოლას საკუთარ თავთან.

ერთ დღეს, ყველაფერი ეს, არყოფნაში გადაინაცვლებს.

ერთ დღეს, გავშლი ხელებს და ყველას, ყველას, ყველას, ვინც მიყვარს, გულში ჩავიხუტებ.

ერთ დღეს, მე გავშლი იმ ფრთებს, რომელიც არ მაქვს და წავალ იქ, სადაც ყველა წიგნის გმირთან ერთად ვიცხოვრებ.

ერთ დღეს, დავლაშქრავ მთვარეს.

ერთ დღეს, აუცილებლად შევწყვეტ წერას.

ერთ დღეს, მე დავხუჭავ თვალებს და აღარასოდეს აღარ გავახელ. არა, კი არ მოვკვდები.. ისე რა, დიდი, ძალიან დიიდი ხნით გადავალ სასიზმრეთში

ერთ დღეს, ვინმე ამ ნაბჟუტურებს წაიკითხავს და გაიღიმებს.. ან არ გაიღიმებს და იტყვის – ეს ბავშვი ვერ არისო. ვიღაც საერთოდ არ წაიკითხავს და.. რა ვიცი..

ერთ დღეს, მეც დავიჯერებ, რომ ამ ყველაფრის გაკეთებას შევძლებ :დ

ერთ დღეს, მაინც ვიყვირებ ხმამაღლა, ხმის ჩახლეჩამდე, თუ, როგორ მიყვაარხაააააააააააააააააააააართ !! : ))


 
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » ერთ დღეს..
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.