მოლოდინი.. - ანგელოზი
ხუთშაბათი, 2016-12-08, 6:58 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » მოლოდინი..
მოლოდინი..
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:12 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
წვიმს. ლამპიონებით არის განათებული გრძელი და მარტოსული ქუჩა. არ ისმის არც ფეხსაცმლის კაკუნი და არც შეწუხებულ–გაღიმებული ადამიანები ჩანან სადმე. მარტონი არიან. ის და ქუჩა. ქუჩა და ის და.. ჰოო, წვიმაც. საერთოდ არ უყვარს წვიმაში სიარული. ახლა მით უმეტეს. ზამთარია. ცივა. ყველაფერი რაღაცნაირად მკვდარი და ნაცრისფერია. გული და გარემო ერთხმად ითხოვენ მზეს, მაგრამ.. მაგრამ მან იცის, რომ არაფერი ხდება ისე, როგორც მას სურს. იცის რა, მიეჩვია. წლებია უკვე.

ის დგას. გაოგნებული. გაშტერებული. გაშეშებული. წვიმის სუნით გაჟღენთილი. აკანკალებული. დგას და არ სურს წასვლა. არასდროს უგრძვნია ასე მკაფიოდ რეალობა. იმას ვერ ხვდება, რაღა მაინცა და მაინც ახლა შეეჩეხა მას, მაგრამ მთავარია იგრძნო.. იგრძნო, რომ არც ისე ცუდია. გააჩნია, რომელი მხრიდან შეხედავ და მიუდგებიო, დაამშვიდა საკუთარი თავი. ხედავს თვალებჩაშავებულ, აგრუხუნებულ, რაღაცაზე თუ ვიღაცაზე გაბრაზებულ ცას და უკვირს, ცასაც კი შეძლებიაო თურმე ჩხუბი. მიამიტია. მიმნდობი. ზღაპრების სჯერა. ჰოო, ჯერ კიდევ. გაიზარდა, მაგრამ მაინც. გამუდმებით საყვედურები ესმის, გამოფხიზლდი, მიწაზე დაეშვიო, თუმცა თვითონ ვერაფერ საგანგაშოს ვერ ხედავს იმაში, რომ ჯერ კიდევ სჯერა.. სჯერა თუნდაც იმის, რომ ამ წამს ფიფქია შვიდ ჯუჯასთან ერთად თამაშობს დახუჭობანას.. სჯერა, რომ კეთილი ფერიებიც არსებობენ და იქ, სიზმარსა და რეალობას შორის, პიტერ პენიც დაფრინავს ჩუმად, თავისთვის.

ის დგას. გაყინული. გალუმპული. გარინდებული და ესმის, როგორ ოხრავს გული. მოლოდინშია. რაღაცის თუ ვიღაცის. ელის. ელის. ელის. იცის, რომ მოვა.. მოვა და გაათბობს. დააწყნარებს. შუბლზე აკოცებს. ჩაიხუტებს. იცის, რომ მოვა და ყველაფერი ისევ კარგად იქნება. და თუ არ მოვა? თუ არ მოვა აპატიეთ ეს წამიერი სისუსტე. ბავშვია ჯერაც. მაინც. როგორღაც. ეპატიება ჯერ კიდევ რაღაც–რაღაცეები.

ცარიელ ქუჩაში დგას. ისიც ცარიელი. ცარიელი იმ მხრივ, რა მხრივაც სურს, რომ იყოს სავსე. აღარც კი ახსოვს რას ნიშნავს გრძნობა. არ ახსოვს ის კაქტუსისებრი სიტყვა, როგორ უნდა წარმოთქვას. მაგრამ მაინც ელის. მოლოდინშია. ისიც. გულიც. სულიც. ქუჩასაც კი გადაედო მოლოდინი. ქუჩაც შეყვარებულია ალბათ. იქნებ. ვინ იცის..

წვიმს. მსხვილი წვეთები ბადედ ქცეულ თმებში ეხვევიან, ოქროს თევზებიივით. რა ცუდია წვიმას რომ არ შეუძლია ოცნებების ასრულება. რამდენი ოცნებაასრულებული ადამიანი ივლიდა ახლა ამქვეყნად. ის კი ისევ დგას. ისევ გაშტერებული. თითქოს დროის მემანქანეს ქვიშის საათი გაფუჭებია და დრო გაუჩერებიაო შემთხვევით. გაჩერებულ დროში და ცარიელ ქუჩაში დგას და ელოდება.

სჯერა, რომ მოვა.. მაგრამ არ იცის, როდის..


 
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » მოლოდინი..
გვერდი 1 დან1
ძებნა: