ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი... - ანგელოზი
შაბათი, 2016-12-10, 2:06 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი...
ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი...
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:11 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
შენზე ვფიქრობ...თურმე ვტირი...მე კი ვერც ვამჩნევ...თუეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი...მცა რა გასაკვირია.. მე ხომ სულ ვტირი... ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს რომ შენამდე მოაღწევს..როგოოორ?... თუნდაც წვიმის სახით...მე გამუდმებით ვფიქრობ..სულ ტვინი მეჭყლიტება..ნუთუ შემიდზლია მე, ამ უსუსურ არსებას, ისეთი რამე გავაკეთო, რომ შეგიყვარდე ... მე დავდივარ....სულ ფეხით დავდივარ...ნეტავ რატომ?!ალბათ შენ გეძებ...ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი,რომელიც ძლივსღა ბჟუტავს...მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება..მაგრამ ეჭვი მეპარება ეს ნაპერწკალი როდესმე თუნდაც პაწაწინა კოცონად დაგაიქცეს...:(
ბნელა... ხალხი აქაიქ დაბოდიალობს...ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან...ყველა ბიჭის დანახვაზე გული თოთო ბარტყივით მიხტის...ყველა შენ მგონიხარ....მგონი გავრეკე...თუმცა ამას ველოდი კიდეც...ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე,რომ შემომხედა და ჩემი შეშლილი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა...ალბათ შენც ესე მოიქცეოდი....ვის რაში ვჭირდები?!...მითუმეტეს შენ...გამოთაყვანებული სიპათით...ტირილისგან ჩაცვენილი..არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?!...უჭმელობისგან ჩამომხმარი,ჩონჩხად ქცეული სხეულით?!...მე ხომ ერთი არარაობა ვარ...რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რაღაცაზე ფიქრობს...
უცებ მტკვარს გადავხედე...თითქოს ისიც დარდიანად,ნელა,ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა... ისე მოდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო...მაგრამ მტკვარსაც რაღაც აცოცხლებდა ჩემსავიტ...ისიც ვიღაცისთვის ცოცხლობდა...უცებ გავჩერდი მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა...ასეთი რეალური მოჩვენება არასდროს არ მინახავს...ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა ...მე შენთან წამოვედი...გაშლილი ხელებით წამოვედი და შაგეხუტე...
დილა გათენდა...ეს სევდიანი დილა იყო...მაგრამ თავისუფალი,რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა...
წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგოს შესახებ...დედაჩემი გათიშული ეგდო სავარდზელში და თვალებით ჭერს მიშტერებოდა...
შენ ფეხშიშველა გამოტანტალდი..თვალები მოიფშვნიტე..დაამთქნარე...პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე...შენთვითონაც გაგიკვირდა ესეთი რამე რატომ გააკეთე...არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები...ეხლა კი დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ჩართე...იქიდან მე გიღიმოდი...სევდიანი თვალებით გიყურებდი...კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი...შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე...
ეხლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩარგულს 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში....შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე...


 
ანგელოზი » ჩანახატები <3 » ჩანახატები <3 » ეხლა სანაპიროს ჩამოვუყევი...
გვერდი 1 დან1
ძებნა: