Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » იუმორისტული » რჩევები Facebook-გოგონებს (ავტორი: ოთარ ფეიქრიშვილი)
რჩევები Facebook-გოგონებს
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:59 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ადამიანის ცხოვრებაში იმიჯს განსაკუთრებული როლი აქვს. იმიჯი არის საუკეთესო იარაღი გარშემომყოფების ყურადღების მისაპყრობად. მისი მეშვეობით შესაძლებელია პირადი ცხოვრების და კარიერის უკეთ წარმართვა.
დიდი ხანია, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში გაჩნდა ვირტუალური იმიჯის ტენდენცია, საქართველოში ეს "ახალი ხილია" და ჩამოყალიბების პროცესშია.
აქვე, მინდა მეც შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი ამ პროცესის დაჩქარებაში და რჩევა-დარიგება თუ ერთგვარი რეცეპტი დავუწერო დამწყებ და არამარტო დამწყებ სოციალურ ქსელელებს. ვინაიდან და რადგანაც, რეცეპტებს მამაკაცები იშვიათად კითხულობენ, იგი უფრო მდედრობით სქესზე გავთვალე.
დასაწყისისთვის ფეისბუქი საკმარისზე მეტიცაა.
დავიწყოთ მთავარი სურათით: ვჭუტავთ თვალებს, დააკვირდით - ვჭუტავთ და არა ვხუჭავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვალებს ვავიწროვებთ და რაღაცნაირად მომხიბვლელს ვხდით. ვპრუწავთ (და არა ვბერავთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია) ტუჩებს. (გადა)ვიღებთ სურათს და ვდებთ მთავარზე. სურათის გადაღებამდე ურიგო არ იქნებოდა ჭუტვა-პრუწვაში ცოტა გაგვევარჯიშა, რათა სურათს უფრო ბუნებრივი ელფერი ჰქონდეს. სურათი შეგვიძლია დავამუშავოთ ფოტოშოპში. სურვილისამებრ გავაშავთეთროთ, გავამუქოთ, ჩავამუქოთ. ალბათ ჩამუქებული სურათი უფრო აჯობებს, რადგან ამ დროს უფრო საინტერესოდ გამოვიყურებით და თანაც სხვადასხვა ფიზიკური ნაკლის დამალვაც არის შესაძლებელი.
შემდეგ, ვხსნით სხვადასხვა ფოლდერებს და ვდებთ ბევრ სურათს. ვეცადოთ, რომ ძირითადად ბარებში და კლუბებში გადაღებული სურათები ჭარბობდეს. გასაგებია, რომ ხანდახან ერთი წელი ისე შეიძლება გავიდეს, რომ კლუბში ვერ წავიდეთ, მაგრამ ხომ გვაქვს ერთი წლის წინანდელი სურათები? - დავდოთ.
ზოგადად. ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, როდესაც ფოტოაპარატი გვიმიზნებს, რომ დროულად მოვასწროთ ზემოთნასწავლი მეთოდებით სახის მიმიკის შეცვლა. თუ ფოტოგრაფი ჩვენზე სწრაფი აღმოჩნდა, (რაც არც თუ ისე იშვიათად ხდება) ბოლომდე ვერ მოვასწარით და ნახევრად მოჭუტული დავრჩით, არც ამაზე უნდა დაგვწყდეს გული, შეგვიძლია ეს სურათიც თამამად შევმატოდ ჩვენს კოლექციას სათაურით "სახეე", "სახეს არ ვიმჩნეევთ","შენი თხოვნით დავდეე". ვფიქრობ ეს უკანასკნელი უფრო ხელსაყრელია ამ შემთხვევაში, რადგანაც ჩანს, რომ მართალია ფოტო არ მოგვწონდა და დადება არ გვინდოდა, მაგრამ მეგობარმა გვთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხეთ. ეს ხერხი გამოგვადგება მაშინაც, როცა რაღაც შემთხვევის წყალობით ტანი მიმზიდველად ჩანს სურათში, (და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ გვინდა) მაგრამ სახე გვღალატობს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ - სურათებში არასდროს ვიღიმებით, პირიქით - რაც შეიძლება უფრო "ძერსკი" გამომეტყველება გვაქვს. (ვერ ვხვდები, რატომ უნდა გავიღიმოთ, უცხოელები ხომ არ ვართ?!)
გავითვალისწინოთ, რომ სათაურებიც, სტატუსებიც და საერთოდ, ყველაფერი, რასაც ვწერთ, უნდა იყოს დაწერილი ლათინური შრიფტით და ხმოვნები ყოველთვის უნდა გრძელდებოდეს - "მომენატრეე" და ა.შ.
რასაკვირველია, უნდა გვქონდეს ცალკე ფოლდერი სახელწოდებით "ბათუმიი" ან "ზაფხულიი" (გამოუვალ მდგომარეობაში "ქობულეთიი"-ც წავა) სადაც გვაქვს შარშანწინ რომ ზღვაზე ვიყავით ათი დღით, ცხრა დღე წვიმა რომ იყო, მაგრამ მაინც რომ მოვახერხეთ გაშავება, ის სურათები და გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ "ზაგარი გვინდაა", "ზაფხული გვენატრებაა".
რეგულარულად ვდებთ ტანსაცმელებისა და აქსესუარების სურათებს და ვამბობთ, რომ ეს გვინდა, ეს მოგვიხდება. ვდებთ ლამაზი მოდელების სურათებს (რომლებსაც ვებაძებით, ან გვგონია, რომ მართლა ვგავართ) და ვამბობთ, რომ მოგვწონს. რა ვუყოთ, რომ მათნაირი ფიზიკური მონაცემებით არ გამოვირჩევით, უფრო მეტს გეტყვით, ეს არც არის საჭირო, უბრალოდ დავდოთ მათი სურათები, მსუბუქი ეროტიული ფოტოები. ეს საკმაოდ კარგი ხერხია, რომ ჩვენს გვერდზე შემოსული ადამიანი ჩვენით მოიხიბლოს და სექსუალური ფანტაზიაც კი გაუჩნდეს ჩვენს მიმართ, რადგანაც ამ ფოტოებში ძალაუნებურად ჩვენს დანახვას ეცდება.
რაც შეეხება სტატუსებს, ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს, რომ მოწყენილები ვართ, მარტოები ვართ, სევდიანები ვართ. უნდა გვყავდეს საზღვარგარეთ მეგობარი, რომელიც გამუდმებით გვენატრებაააა.
როდესაც გამოთბება და ზამთრის თბილ ტანსაცმელს კარადაში მეორე ზამთრამდე შევინახავთ, სტატუსი უნდა იყოს დაახლოებით ასეთი "ჩემი ამინდიი ♥" თუ დავუშვათ და იწვიმა, (წყალდიდობაც რომ მოხდეს და ხალხი დაიღუპოს) შეგვიძლია დავაწეროთ "რა საყვარლად წვიიიმს".


 
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:59 AM | შეტყობინებები # 2
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
კარგი იქნება, თუ დავალაიქებთ ჯგუფს "მე მიყვარს საქართველო", ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის, რომ პატრიოტულ გულგრილობაში არ დაგვდონ ბრალი. მშობლიურ ქალაქად ყოველთვის არჩეული გვაქვს თბილისი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისელები სულაც არ ვართ. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სულელური შეცდომა და არ ჩავწეროთ სხვა ქალაქი ან სოფელი.
მრავალფეროვნების მიზნით შეგვიძლია გავწევრიანდეთ ისეთ ჯუფებში, როგორებიცაა "ყველაზე ორსულებიი", "ყველაზე ყველაზეები" და ა.შ.
არ არის საჭირო ყველას გავაგებინოთ, რომ ფრანს, მგზავრებს და გიორგი ტიგინაშვილს ვუსმენთ. შეგვიძლია საყვარელ შემსრულებელში ჩავწეროთ მაგალითად ჯემიროქუაი (რადგან მეგობრებისგან გვსმენია, რომ კარგია) ან სულაც ბიორკი. გააჩნია, როგორი იმიჯი გვინდა, თუ ოდნავ "სტრანნი" იმიჯი გვინდა, ბიორკი ჩავწეროთ, თუ ცოტა "ძერსკი" - ჯემიროქუაი აჯობებს. გახსოვდეთ, რომ მოსმენა სავალდებულო არ არის, მთავარია ეწეროს.
ახლა კი დავფიქრდეთ, რომელი მამაკაცი დარჩება ჩვენს მიმართ გულგრილი ჩვენი დათვალიერებისას, როდესაც ნახავს ძალიან საყვარელ გოგოს, რომელიც ვიღაც მოდელებს გავს, რომელსაც კარგი ტანსაცმელი და აქსესუარები აქვს (ან უნდა რომ ჰქონდეს ან მომავალში ექნება) რომელსაც ოდესღაც რუჯი უხდებოდა, რომელიც ძალიან თბილია და სულ ვიღაც უყვარს და ენატრება, რომელიც უსმენს ბიორკს და თან საქართველოც უყვარს.
მე პირადად, ასეთი გოგოს გამო ბევრ რამეზე ვარ წამსვლელი. ასეთ გოგოს... ასეთ გოგოს შეიძლება ჩათშიც კი გავესაუბრო!


 
ანგელოზი » ლიტერატურა » იუმორისტული » რჩევები Facebook-გოგონებს (ავტორი: ოთარ ფეიქრიშვილი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.