ჩემი ღამის მეგობარი - ანგელოზი
შაბათი, 2016-12-10, 4:01 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » ჩემი ღამის მეგობარი (ავტორი: უჩა გოგიძე)
ჩემი ღამის მეგობარი
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:24 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
წყვდიადში დაიბადა სახე , მივხვდი ვინც იყო. გამიცინა. გამოაჩინა თავისი უშნოდ ჩაწიკწიკებული კბილები . ვგრძნობდი - თვალებში მიყურებდა . მეც მივაშტერდი მაგრამ სიბნელე დავინახე . მგონი თვალიც კი ჩავუკარი . ნელ-ნელა გამიკავა საბანში სიცივისგან გადამალული მარჯვენა ხელი . მარცხენა არც გამიშლია . სახე მომიახლოვა , მისი სუნთქვა ღაწვებზე ცინიკურად დამთამაშებდა . ,, უნდა მომკლას“ -გავიფიქრე ძალიან მშვიდათ . არ მეგონა ეს ყველაფერი თუ ასე უბრალოდ მოხდებოდა . უცნაური იყო - არ მეშინოდა . ბევრჯერ მიფიქრია ამ მომენტზე, მაგრამ სულ სხვანაირი ყოფილა. გული არ ამჩქარებია . არ ამჩქარებია არც მაშინ როცა პირზე გაყინული ხელის გული ამაფარა - ალბათ გარეთ ძალიან ცივა, გავიფიქრე მშვიდათ. - ალბათ იფიქრა არ იყვიროსო მაგრამ უზარმაზარ სახლში არავინ მეგულებოდა , ჩემ კუკუზნაკქვეშ ამოდებული ,,ქაღალდის ნაგლეჯების “ გარდა , რომლის შეგროვებაც ჩემი ჰობი გახლდათ . აღარ მახსოვს პირველად როდის შევიცანი ეს ქაღალდები, მაგრამ ყოველთვის თან მდევდა მათი სუნი . თან მდევდა მაშინ როცა მუხლებდაყვლეფილი და შორტებში გამოწყობილი გახეხილ ,, ზაბორს“ მივადექი, რომელსაც გაურკვევლად ეწერა ,,ჯართი“ და თან მდევდა მაშინაც, როცა სუფდა პერანგში გამოწყობილი და გაპარსული , მომწვანო ლოყებზე ადიკალონდასხმული მოლარის წინ ვიდექი . ამ ნაგლეჯების გულისთვის ბევრჯერ თავი დამიხრია , ბევჯერ ღამე მითენებია , ბევრჯერაც მომხვედრია . ახლა კი ჩემთან მეგულებოდნენ , მაგრამ მათი სუნი უკვე ვეღარ აღწევდა ჩემამდე . ის ლანდი კი ისევ გარს იყო შემოხვეული ჩემს ხორცზე . მგონი სულში ჩაძვრომას ცდილობდა , ისე შემომეტმასნა . ,, სსსუუუუუ ’’ ჩამსისინა ყურში . ,, აბა რა ვქნათ ახლა ჩვეენ ? ’’ . მციოდა . მციოდა შიშისგან კი არა , თვითონ ის ლანდი იყო ცივი და მეცოდებოდა , წარმოიდგინეთ ის ლანდი მეცოდებოდა . კითხვა კი არც დამაინტერესდა . რაღა უნდა გვექნა ღმერთმანი ? ყველაფერი ასე მშვიდად მიდიოდა . მე და ის . მხოლოდ მე და ის და არანაირი სუნი , არანაირი შფოთი და ბრძოლა . ასე მშვიდად თავი კი დიდი ხანია აღარ მეგრძნო . ალბათ მას შემდეგ რაც მწვანე მდელოზე იმ მწვანეთვალება გოგონას ჩავხედე თვალებში , რომელიც მწვანე ქაღალდებს ვანაცვალე . გაგონილი მქონდა გამოსალმების მომენტში ადამიანს თავისი გრძელი გზის იარები ახსენდებაო , მე კი ვკაიფობდი ჩემი გამოსალმებით და მის დიდხანს გაგრძელებას ვლამობდი . გამუდმებით ჩამესმოდა ყურში სიხარბისგან გამოჟონილი მდაბიო კითხვები . ჩემ ტვინამდე კი ისინი ბუნდოვნად აღწევდა ; მერე მივხვდი მათი ავტორი , რომ ჩემი ღამის მეგობარი გახლდათ . მე მის თვალებს დავუწყე ძებნა სიბნელეში . უბრალოდ მაინტერესებდა როგორი თვალებით შემომყურებდა ეს არსება-დიდი სათავგადასავლო რომანის წერტილის დამსმელი . ალბათ , ის უფრო გავდა ამ წუთას ცხოვრების ხავსზე ჩაბღაუჭებულ ნაბიჭვარს , ვიდრე მე - აწ უვე თითქმის განსვენებულ-დამშვიდებული . ის ებღაუჭებოდა ჩემს ქაღალდებს და მწირავდა მე . ისევ იმ სულელურ კითხვებს მისვამდა . მე არ მესმოდა . და ველოდი , ველოდი პიკს ჩემი კაიფისა ანუ . . . მაგრამ არ ჩანდა . ამის მაგივრად კვლავ მისი უსასოობა ჩამხაოდა ყურში : ,,სად . . . ? “ . სად ? ვიმეორებდი შიგნით სადღაც ტვინთან - სად ? იქ სადაც არ შემაწუხებ, გავიღიმე ტვინში . სადაც არ შემაწუხებს ჟინი , სურვილი დაა . . . დამთავრდა . ახლა უკვე გამეცინა , მან ვეღარ გაუძლო და დამამთავრა . ვეღარ მოითმინა სურვილის მოძალება ჩემს უკანალქვეშნადებ ქაღალდებზე და გამაფრინა . ვეღარაფერს ვგრძნობდი , ვერც ტკივილს, ვერც სიხარულს , ვერ ჩემს ღამის მეგობარს . მხოლოდ . . .

 
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » ჩემი ღამის მეგობარი (ავტორი: უჩა გოგიძე)
გვერდი 1 დან1
ძებნა: