Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » დაკრძალვაზე თქმული სიტყვა (ავტორი: მთიელი კობაიძე)
დაკრძალვაზე თქმული სიტყვა
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:21 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline

მას ყოველთვის, ყოველთვის სჯეროდა, რომ სათამაშოები ოდესღაც დაელაპარაკებოდნენ,
მითუმეტეს მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა, მარიამი სულ შეიცვალა, სხვა ბავშვებს არ ჰგავდა,
ხმას თითქმის არასდროს იღებდა, ხანდახან მხოლოდ სათამაშოებს დაელაპარაკებოდა ხოლმე.
ის 12 წლის იყო, როდესაც ექიმებმა საშინელი და უცნაური დაავადება დაუდგინეს რომელიც განუკურბენელი იყო,
ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა, ჯერ დედა, ახლა მარიამი, არ მეგონა ამდენის გადატანა თუ შემეძლო.
ბოლო დღეებში მარიამს ტკივილი გაუმწვავდა, ეს იმას მიანიშნებდა რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ჰქონდა დარჩენილი, იწვა და ტიროდა თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა, ვერ გავამტყუნებ მისთვის ყველაზე საყვარელი დედა აღარ ჰყავდა გვერდით, თან ის ხომ მხოლოდ თორმეტი წლისაა, ამხელა ბავშვისათვის ესეთი ტკივილების ატანა ძალიან რთულია, ამიტომ მე და მამა ყველაფერს ვიკლებდით რომ მისთვის თკივილგამაყუჩებელი გვეყიდა, მეც ვმუშაობდი, მამაც, მე აქვე ვიყავი და შემოვირბენდი ხოლმე, ხანდხანან რამე ხომ არ უჭირდა მარიამს, მერე ისევ სამსახურში გავიქცეოდი.
ერთხელ ღამე როდესაც ყველას გვეძინა მარიამის ყვირილი გავიგონე, მის ოთახთან მივედი და მოვუსმინე, სათამაშოებს ესაუბრებოდა, და უყვიროდა, ხმას რატომ არ იღებთო, მერე ტირილი დაიწყო, როდესაც ჩემს მტირალ დას ვხედავდი, მეც მეტირებოდა, ვუყურებდი და ვტიროდი.
რამდენიმე დღე გავიდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა, მე და მამაც შევეგუეთ რომ მალე მარიამი ხელიდან გამოგვეცლებოდა, და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით ტკივილებით არ დატანჯულიყო.
იმ ღამეს იგივე განმეორდა, მარიამის ყვირილი გავიგონე ისევ სათამაშოებს უყვიროდა, მთელი ღამე არ ეძინა, მეც მის ოთახთან ვიჯექი და ვტიროდი,
გათენდა და სამსახურში წავედი, შემდეგ უფროსს გავენთავისუფლე, რადგან მთელი ღამე გავათენე და ცუდად ვიყავი, მან იცის ჩემს შესახებ, დედაზეც იცის და მარიამზეც, ამიტომ ხელს მიწყობს და მეხმარება.
გზაში სათამაშოების მაღაზიას გავუარე გვერდით, და ჩემი ყურადღება ერთმა სათამაშომ მიიპყრო, დიდი იყო ბავშვს ჰგავდა, ქერა თმა ჰქონდა გრძელი,მარიამს ჰგავდა და ჩემთვის რაც ყველაზე საოცარი იყო საუბარი შეეძლო,
სპეციალური გადამცემი რომელიც კომპიუტერში ერთდებოდა, სპეციალური პროგრამით შეგეძლო აგელაპარაკებინა ეს სათამაშო,გრაფაში რასაც ჩაწერდი იმას იტყოდა, მაგრამ ძვირი ღირდა, ჩემი ხელფასი მთლიანად არ ეყოფოდა, მეკი მიზნად დავისახე რომ ეს სათამაშო მარიამისათვის უნდა მიმეტანა და მისი ოცნება ამეხდინა, რა აღარ ვიფიქრე, სახლში რამდენიმე საათი მაგაზე ვფიქრობდი, მოვიპარავთქო ესეც კი ვიფიქრე, მაგრამ გამახსენდა მამას ფული რომელიც წამლისთვის ჰქონდა შენახული, მაგრამ მარიამს წამალიც უთავდებოდა. არ ვიცოდი რა მექნა, თვალები დავხუჭე, ეს ფული ავიღე და გავიქეცი, ფაქტობრივად ფული მოვიპარე, სამსახურში მივედი ხელფასი წინასწარ ავიღე და სათამაშო ვიყიდე, მარიამს მივუტანე ძალიან გაუხარდა ვიცი, მაგრამ ეს ტირილის შეწყვეტით გამოხატა,
არაფერი არ მითქვამს სათამაშოს შესაძლებლობაზე, საღამო იყო, ველოდებოდი მარიამი როდის დაიწყებდა საუბარს, კომპიუტერი მარიამის ოთახთან მოვაჩოჩე, რომ გამეგო მისი საუბარი და მარიამმა დაიწყო:
_"როგორ მინდა რომ საუბარი შეგეძლოთ, უბრალოდ ერთი სიტყა მაინც თქვით, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა აუხდენელი ოცნება"
მე გავიღიმე და გრაფაში ჩავწერე
_"მე რომ გესაუბრო შენ ბედნიერი იქნები?"
_"კი რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები რაც დედა გარდაიცვალა სულ მაგაზე ვოცნებობ რომ სათამაშოებს საუბარი შეეძლოთ. მოიცა შენ რა საუბრობ? შენ ხმა ამოიღე? არა არა ეს ჩემი წარმოსახვაა"
_"არა მარიამ აი ხომ ხედავ მე ვსაუბრობ შენი ოცნება აუხდენელი არ არის ყველა ოცნების ახდენა შეიძლება მთავარია მოინდომო"
_"მე კიდევ ერთი ოცნება მაქვს დედასთან მინდა"
მეკი ამ დროს ტირილი დავიწყე, არ ვიცოდი რა ჩამეწერა გრაფაში, დავიბენი და დავწერე
_"დედასთან მალე წახვალ ის გელოდება"
ძალიან მიჭირდა მარიამთან ასე საუბარი, მაგრამ მას ეს ბედნიერებას ანიჭებდა, ამ დროს კი მე ბედნიერი ვიყავი, სამი დღე, სამი დღე მარიამს ასე ვესაუბრებოდი, შემდეგ მამამ ის ფული რომ ვერ იპობა, მე მითხრა ხომ არ იცი სად არისო და მივიყვანე ღამით მარიამის ოთახთან, ეს ყველაფერი ვანახე, მეგონა გამიბრაზდებოდა, მან ტირილი დაიწყო ბედნიერი მარიამი რომ დაინახა, მოვიდა და ჩამეზუტა.
მარიამი ბოლო ხუთი დღე ძალიან ბედნიერი იყო, ჩვენც ბედნიერი ვიყავით.
ახლა მარიამი აღარ არის, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, ჩემს დას ოცნება ავუხდინე.
ახლა ჩემი პატარა ანგელოზი ალბათ ძალიან ბედნიერია, დედასთან ერთად.


 
ანგელოზი » ლიტერატურა » მინიატურა » დაკრძალვაზე თქმული სიტყვა (ავტორი: მთიელი კობაიძე)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.