როგორ აკეთებდა ბოროტება სიკეთეს - ანგელოზი
შაბათი, 2016-12-10, 5:57 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » როგორ აკეთებდა ბოროტება სიკეთეს (ავტორი: ადექვატო)
როგორ აკეთებდა ბოროტება სიკეთეს
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:32 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ერთხელ ბოროტებამ თქვა:
– ამდენს, რომ ლაპარაკობენ სიკეთეზე მოდი ერთი მეც ჩავიდენ და ვნახოთ რა გამოვაო.
– ეგ როგორ უნდა გააკეთო, შენ ხომ აზრზე არა ხარ სიკეთე რა არისო – შეეკითხა შინაგანი ხმა.
– ხალხურ სიბრძნეს, რომ ამბობენ იმას გამოვიყენებო.
– აბა მიდიო.
გაუდგა ბოროტება გზას.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, მიადგა ერთ გონდაკარგულ კაცს რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდიოდა.
– ჭრილობას მოვბან მადლიაო.
მობანა სისხლი და რაკი ანდაზა ამბობს მადლი ქენი და ზედ მარილი მოაყარეო, იმანაც ბლომად მარილი მოაყარა ჭრილობას. გაგიჟდა კაცი და ისეთი ღრიალი მორთო, რომ ბოროტება თავქუდმოგლეჯილი გაეცალა იქაურობას.
ირბინა, ირბინა და ახლა მეურმეს შეხვდა, რომელიც გზის გასაყართან იდგა და კეფას იფხანდა.
– რა გაგჭირვებიაო?
– გზა ვერ ამირჩევია, სწორი რომელია ვერ გამიგიაო.
– მე დაგეხმარებიო – უთხრა ბოროტებამ. ეცა ურემს და გადააბრუნა.
– ეგ რა ქენი შე არგასახარებელოო?
– გზა დაგანახე, აკი ამბობენ ურემი, რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო.
– ჰაიტ შენი დედაო – იყვირა მეურმემ და სახრე გადაუჭირა ბოროტებას.
მოძუძგა ბოროტებამ.
ირბინა ირბინა და ახლა მეცხვარე დაინახა, რომელიც თავში ხელებს იცემდა.
– რამ შეგაწუხაო?
– მეზობლის ცხვრი დავკარგე და არ ვიცი სოფელში როგორ დავბრუნდე. სამწყოს აღარ მანდობენ, სახელი გამიტყდებაო.
– მართალია, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობია, ხომ გაგიგონიაო?
– გამიგონიაო.
– ხოდა მე გიშველიო.
– როგორაო?
– აი ასეო – ჩასცხო ქვა და გაუტეხა თავი მეცხვარეს.
ეს, რომ დაინახა, ეცა მეცხვარის ძაღლი ბოროტებას და ხორცები დაალიჯა.
ძლივს უშველა ბოროტებამ თავს.
– ხათაბალა ყოფილა სიკეთის კეთებაო
მართალია, არ არის ბოროტი კაცის საქმე სიკეთის კეთება, არ გამოუვა. ბუნებით რაც ხარ ეგა ხარ.
„ არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა“.


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » როგორ აკეთებდა ბოროტება სიკეთეს (ავტორი: ადექვატო)
გვერდი 1 დან1
ძებნა: