Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » მიჰქროდა მატარებელი (ავტორი: ანა წურწუმია)
მიჰქროდა მატარებელი
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:29 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
მიჰქროდა მატარებელი და თან მიჰქონდა ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. დაჰქროდა ერთი განზომილებიდან მეორეში, მეორედან მესამეში, იცვლებოდა დრო, ვითარება, სინათლე, ამინდი, ხასიათი. უცვლელი მხოლოდ მისი ეკიპაჟი გახლდათ. კუპეები მატარებლის ცალკეული ნაწილები იყვნენ ისევე, როგორც დედამიწა გალაქტიკის ნაწილია, მაგრამ ცალკეული. კუპეშიც ერთი საზოგადოების ცალკეული ნაწილები იმყოფებოდნენ. საზოგადოება მარტივ მამრავლებად იყო დაშლილი, ზედმეტად მარტივად. აი ისე სიტყვა საზოგადოების თქმაზე ნამუსი, რომ შეგაწუხებს და თქმაც რომ დაგენანება. უფრო ბრბო იყო, მიუხედავად მასში შემავალი წევრების სიმცირისა. პირველობას ანომალიურად დახარბებულ უკულტურო და უზრდელი კაცუნების ჯარი, მაგრამ ეს კუპე ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, რადგან იგი სხვა კუპეებისგან განსხვავებით ბრბოსთან ერთად სხვა მგზავრითაც იყო დამძიმებული, თუმცა ამ მგზავრის სული კუპეს დიდ შვებას ჰგვრიდა სხვა მგზავრთა სულებისგან განსხვავებით. ყველა კუპეში ერთმანეთის დაჩაგვრას ცდილობდნენ, მიწასთან გასწორებას, დამცირებას, ცინიზმით გაჟღენთილი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს. აქ კი ყველა ერთს დასცინოდა რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აქ სიკეთეც ბუდობდა. ნუთუ ვინმე შემეწინააღმდეგება? კი ამ კუპის წევრები. ყველა იცნობს თავის თავს. ფილმებს რომ აწერიათ ნამდვილ ამბავზე არ არისო, აქ ყველაფერი პირიქითაა. სწორედაც რომ ყველა ხედავს ამას, მაგრამ საკუთარი თავი ყველას მოსწონს. თითოეული მგზავრი ამაყობს იმ ერთი დაჩაგრული მგზავრის ცრემლებით. ერთადერთი რაზეც დავობენ, თუ ვისი დამსახურებაა ესა თუ, ის ცრემლი გადმოგორებული მისი სევდიანი თვალებიდან. და არც არავინ ცდილობდა მათ მოშორებას. ასე გრძელდებოდა სულ. მატარებელი იცვლიდა განზომილებებს, დროს, მის გარშემო იცვლებოდა ხასიათი, ამინდი, კუპეებში კი მგზავრებმა იწყეს ცვლა და ამჯერად არც ეს კუპე გახდა გამონაკლისი. კუპეში ახალგაზრდა ქალი ამოვიდა. ქალის სილამაზემ ყველა მოხიბლა. ზოგის გული მან ჩაცმულობით მიისაკუთრა. დაჩაგრული მგზავრი კი ერთადერთი იყო, ვინც მისი სულით მოიხიბლა. არც ქალი დარჩა მისდამი გულგრილი. მატარებელი მიჰქროდა. მგზავრთა ქმედებები კი ძველმა ამბიციებმა ახლებურად აათამაშეს. რატომღაც დაჩაგრულ მგზავრთან ყველა მეგობრობას ცდილობდა. ალბათ ფიქრობდნენ, ქალის გულს მოვიგებთო ამით. ახლა კვლავ ერთმანეთის ჩაგვრაზე გადავიდნენ. ყველაფერი გრძელდებოდა. სიტუაცია იძაბებოდა. კუპე გახურდა, გადაცხელდა, ჰაერის წნევამ იმატა მასში. ერთიმეორეს ჩაგრავდნენ, ამცირებდნენ და დაჩაგრული გაკვირვებას ეძლეოდა, თუმცა ხვდებოდა, მისი ერთადერთი მეგობარი აქ ახალბედა მგზავრი იყო. მათ ურთიერთობას ყველა ამჩნევდა და ყველას უგიზგიზებდა გულში შური. დადგა დღეც როდესაც საბოლოო კვანძი შეიკრა, კვანძი, რომელიც უცაბედად აფეთქდა. ქალი გაძარცვეს, ზოგმა მისი თმა წაიღო, ზოგმა მისი ტანსაცმელი. საბოლოოდ კი განსხვავებულ კუპეს განსხვავებულად მოეღო ბოლო, ფრიად განსხვავებულად აფეთქდა შურისა და ბოღმისაგან. ნამსხვრევები აქეთ იქით, სხვადასხვა სამყაროებში გაიფანტნენ სხვადასხვა განზომილებების წევრებად. ერთადერთი ჩვენი დაჩაგრული გმირი გადარჩა, რომელსაც ქალის სულისთვის ჩაეკიდა ხელი და რომელიღაც სამყაროში გადახვეწილიყო. სამყაროს შესასვლელში ანგელოსები იდგნენ.
-შეგვიფარებთ?- იკითხეს მათ.
-ერთად ხართ?
-კი ერთად ვართ.
-ვინ ბრძანდებით?
-სიყვარული.- უპასუხა ცრემლშეშრობილმა მგზავრმა, რომელიც ქალის ხელებში ღიმილად აყვავებულიყო.


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » მიჰქროდა მატარებელი (ავტორი: ანა წურწუმია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.