Lorem ipsum dolor sit amet consectetur
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » თითებით (ავტორ: მარი თორია)
თითებით
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:19 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ღამეა...შენ ალბათ იტყოდი,რომ დასაწყისშივე ვბანალურობ და რომ ეს რაღაც თავიდანვე განწირულია და მოკლებულია მხატვრულ ღირებულებებს დღეს მე შენ გნახე,გნახე და გიპოვე,გიპოვე და აღმოგაჩინე.იცი რა მგონია?სისულელეა თავიდანვე,უფინალო და ცუდი დასასრულისთვისაა განკუთვნილი,მაგრამ სისულელეც ხომ შეიძლება საინტერესო იყოს.შენ ალბათ ახლა მეტყოდი,რომ ტვინს ვბურღავ,რომ ბევრს ვლაპარაკობ და სულ ტყუილად უბრალოდ დღეს ბევრი რამ იყო,ბევრი იყავი შენც,მხოლოდ მე ვიყავი ცოტა,არასაკმარისი,მინიმალისტური,უბრალოდ მინდოდა შენ გელაპარაკა და მე მესმინა შენთვის,შენს გრძელ თითებს შევხებოდი და მეტი არაფერი.მინდოდა ჩემთან პატარა ბავშვი ყოფილიყავი,აი ისეთი,როგორიც არავისთან ხარ,ან თითქმის არავისთან...მინდოდა გელაპარაკა,მოგეყოლა შენს ბავშვობაზე,იმაზე,თუ როგორ მოხვედი აქამდე,რატომ ხარ ასეთი უჟმური,უხასიათო,დეპრესიული ამაზეც გამიბრაზდები,მე ხომ ვიცი,არ მოგწონს,როცა შენ ხასიათს ეხებიან,შენც იცი,რომ ასეთი ხარ,მაგრამ...შენ თვალებში არავის უყურებ,არც მე,უბრალოდ გუშინ შევნიშნე შენი რაღაცისფერი და რაღაცნაირი თვალები,სახლში მოსული ძალაგამოცლილი დავეგდე,მინდოდა მეწერა,იმდენი მქონდა სათქმელი,არც ვიცოდი საიდან დამეწყო.მოვკალათდი იატაკზე,ძალიან არაკომფორტულად,ფანჯარასთან,რომ მენახა ვარსკვლავები.არ ვიცი,უვარსკვლავო ღამე იყო თუ კორპუსებმა შემიშალა ხელი,ნუ მოკლედ...ვერ ვნახე ვარსკვლავებით დაჭორფლილი ცა,თვალები დავხუჭე და იქ,თვალებს რომ დახუჭავ და ბნელი სინათლე რომაა,იქ შენი თვალები დავინახე,გეფიცები,ზუსტად ისეთი,როგორიც გაქვს...დედაჩემი შემოვიდა ოთახში,მითხრა,რომ არანორმალური ვარ,რომ სხვის სახლში იატაკზე ფეხმორთხმული არ უნდა ვიჯდე,რომ ლექსებს მაგიდასთან წერენ პოეტები,რომ სულ გავგიჯდი და რომ თბილისმა შემცვალა...მართალია დეე,მან და მე ხომ ყველაზე კარგად ვიცით,რომ აქ,ამ ქალაქში ჩემი ადგილი არ არის.ვწერ ახლა და წინასწარვე ვბრაზდები იმაზე,რომ სისულელე გიწერიაო,მეტყვი.იმაზეც,რომ
შენთვის ქალები 2 კატეგორიად იყოფა:მეგობრები და დანარჩენი,მე კი დანარჩენში შევდივარ.მე ხომ ვიცი,რომ სადღაც,გულის სიღმეში,სულის სიმაღლეში ან თვალების ფსკერზე შენი გარეგანი სიცივით შენიღბული ღიმილით ჩაიღიმილებ და ოდნავ,სულ სულ ოდნავ მაინც გაგიხარდება,რომ მე,ღამის 3ის რაღაც წუთებზე შენზე ვწერ.
სისულელეაო მეტყვი ამაზე,მერე მე გიპასუხებ მეწერება და ვწერ,შენ რა გინდათქო.მერე ერთი ორი ჩვეული ბილწსიტყვაობა და ამით მორჩება,ან ბოლოში მეტყვი,რაებს წერ,პოეტი ხო არ ხარო
იცი,შენ გუშინდელს მერე ჩემი ფიქრი ხარ,რომელიც არ მინდა მქონდეს ან მყავდეს,ან როგორცაა.შენ ისიც იცი,რომ მე ჩარჩოებში ვცხოვორბ,რომ ამაზე მეტად არ შევტოპავ,რომ უკან დასახევ გზას დავიტოვებ,მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად იმასაც ხვდები,რომ დამღლელია ჩემთვის ასე ცხოვრება,ასე სტანდარტულად...ერთი ჩვეულებრივი ქართული მენტალობის გოგო მიწოდე გუშინ,ვაღიარებ,ვარ კიდეც,მაგრამ მე შენთან სხვა ვარ,სულ სხვა...ბილწი,ბინძური აზრებით,სადღაც სიღრმეში მოსროლილი შეგრძნებებით,ხარბი სურვილებით.
იცი რა მგონია? მეც იმ გოგოსავით,ჩემს შვილს შენს სახელს დავარქმევ...
მეგულები,ვიცი,ამაზეც დამცინებ,მაგრამ ჩვენ მაინც მეგობრები ვართ,რაღაც გაგებით,რაღაც სულიერით...თუნდაც იმიტომ,რომ როცა ჩემს ქალაქზე,ქუჩაზე,ნოსტალგიაზე გელაპარაკებოდი გაგეღიმა და ზუსტად მიხვდი იმას,რასაც ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები წლობით ვერ ხვდებიან....
მე მოვალ შენთან,იმიტომ,რომ კიდევ არაერთხელ დამჭირდები,შეიძლება არც მოვიდე,მოსვლასაც არმოსვლის მსგავსად ექნება თავისი მიზეზი.
ამას ყვეალფერს ლექსად ვერ გეტყოდი,დამცინებდი და მეტყოდი,რას მეპოეტები,როცა არ გამოგდის,შეეშვი წერასო მაგრამ მე ხომ წერას ვყავარ ატანილი და ვწერ,მეწერებას მოტივით.
ღამეა,შენ აქ იტყოდი ალბათ,გავიგეთ ბატონო დასაწყისშივე რომ ღამეა და რამდენჯერ გვეტყვი ამასო,მაგრამ ღამეა,ისეთი არა,როგორიც გუშინ,არაჩვეულებრივად უბრალოა ღამეა ამ ღამით...
ვნანობ...ვნანობ,რამდენი რამ არ გითხარი.უნდა მეთქვა,რომ შენ საოცრად მეტყველი თვალები გაქვს,რომ შენს კაცურ წვერსა და უჟმურ ხასიათს მიღმა პატარა ბავშვია,რომ შენ ერთი სულელი ბიჭი ხარ,საყვარელი და ბავშვური....მეტირებოდა გუშინ,შენს თითებს რომ ვეხებოდი,მინდოდა,რომ უსასრულოდ ვყოფილიყავით ასე,მაგრამ რამდენიმე წუთში დასრულდა.
მეც შენსავით არ მიყვარს გაცილებები,გამომშვიდობებები,მაგრამ შენ რომ წახვედი,გული მეტკინა და მეც ჩამოვედი,მინდოდა კიდევ ერთხელ მეგრძნე,თვალებში ჩამეხედა შენთვის,შენი თითების გემო და კანის სუნი გამყოლოდა,ხომ შეიძლება აღარც მენახე მერე,მე და შენ ხომ ოდესმემდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს...
არანაირი საბაბი არ მიმიცია ამის,მაგრამ მინდა არაჩვეულებრივ გოგოდ დაგამახსოვდრე,აი ისეთად,როგორიც სადღაც,სულში ვარ...ჯიუტად მინდა დამიმახსოვრო,აი ისე ძალიან მინდა,როგორც შენ გინდა პირველობა,ერთადერთობა,ღმერთობა და ის,რომ უფალივით გიწამონ...
ჰო,მე წუხანდელს მერე აღარ მძულს თბილისი და პოეზია,რომ არა ესენი,შენ ვერასოდეს გიპოვიდი.მაპატიე,რომ უბრალო ვიყავი,ბანალური,სულელი,ქარაფშუტა,დაკომპლექსებული,ერთი სოფლელი გოგო,ისიც მაპატიე,რომ მეტირება ახლა და ისიც,რომ ჩემში გტოვებ...
მე რომც ვერ გნახო,ცხოვრების ბოლომდე გამყვება შენი რაღაცისფერი თვალების ფერი,კანის სუნი და თითების გემო...
ყველა შეგრძნებით მიყვარხარ და ვეჭვობ,მე ჩემს შვილს შენს სახელს დავარქმევ...
გოგონა ღვთისმშობლის სახელით


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პროზა » თითებით (ავტორ: მარი თორია)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.