მომავალ ზამთარს(ექსპერიმენტებიდან) - ანგელოზი
ხუთშაბათი, 2016-12-08, 6:59 AM
მოგესალმები უცხო მოყმე | RSS

...

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » მომავალ ზამთარს(ექსპერიმენტებიდან) (ავტორი:გიორგი გეთიაშვილი)
მომავალ ზამთარს(ექსპერიმენტებიდან)
თარიღი: პარასკევი, 2013-01-04, 0:07 AM | შეტყობინებები # 1
ADMIN
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინებები: 80
რეპუტაცია: 2000
სტატუსი: Offline
ყველა ზამთარს აქვს დასასრული და მას გაზაფხული ჰქვია

აცივდა ისე - შემომიმტვრევს გისოსებს სუსხი,
(თუ არ იმატებს, არ იქნება, მაინც, ნაკლები...)
სიკვდილმა ხარბად შეადგინა წამსვლელთა ნუსხა.
ეზოში ძაღლმაც დაიკბინა კანი, ნეკნებიც...

როგორი არის დაზამთრება შენ იცი კარგად.
მოგონებების მუზეუმში ერთად ვამყოფებთ
გამოვლილ წამებს, პირველ თოვლზეც ისევე ვქარგავ
სახელებს თითით. მიძნელდება, უკვე, გაყოფა

დღისა და ღამის, უშენობის, წყურვილთა წყების...
ნერვებდაწყვეტი მოლოდინის ბოლო სტადიებს
ვეჩვევი. (უფრო იძულებით, არ ვთმობდი ნებით
მანამდე, სანამ სიბერემ არ შემომიტია)

და ჩაით ხელში ჩამომჯდარი ნოემბერს ვითმენ.
ცივი ზამთრისთვის ამაგრებენ ფანჯრებს ოდები.
და მჯერა, ერთ დღეს, როგორც თოვლი, სიტყვა ან რიტმი,
სიკვდილისა თუ ზამთრის მერე განვმეორდები...


 
ანგელოზი » ლიტერატურა » პოეზია » მომავალ ზამთარს(ექსპერიმენტებიდან) (ავტორი:გიორგი გეთიაშვილი)
გვერდი 1 დან1
ძებნა: